მსოფლიო
პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს
2019-04-03 12:39:29
პატრიარქს სამჯერ მეტი ნდობა აქვს, ვიდრე საპატრიარქოს - ამის შესახებ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, "რამდენად ენდობით პატრიარქს," გამოკითხულ რესპონდენტთა 66% ამბობს, რომ ილია მეორეს სრულად ენდობა. მხოლოდ 9% ამბობს, რომ მას ძირითადად არ ენდობა.
რაც შეეხება კითხვას, "რამდენად ენდობით საპატრიარქოს," გამოკითხულთა მხოლოდ 28% ამბობს, რომ სრულად ენდობა, 29% კი ამბობს, რომ ძირითადად არ ენდობა.
კომენტარები