0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდება

3 აპრილი, 2019- საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში 120 000 კვ.მ სავაჭრო ცენტრი აშენდება. მშენებლობას IG Development Georgia ახორციელებს. საქართველოს ბანკის მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშებენლობის დაფინანსების მოცულობა 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხის ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკის RSF-ის (საშუალო მოცულობის სესხის თანაფინანსირების საკრედიტო ხაზი) პროგრამის ფარგლებში, ბანკთან თანამშრომლობით გაიცა. შესაბამის სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს ბანკსა და IG Development Georgia-ს შორის ხელი უკვე  მოეწერა. 

„საქართველოს ბანკი ხელ უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის  განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან  თანამშრომლობის ფარგლებში მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება “- განაცხადა საქართველოს ბაკის გენერალური  დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა. 

„ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) მოხარულია, რომ ხელს აწერს ერთობლივ პროექტს მათ დიდი ხნის პარტნიორებთან: საქართველოს ბანკთან და აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან. ეს არის მეორე თანადაფინანსების პროექტი აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიასთან, უძრავი ქონების მაღალი რეპუტაციის მქონე დეველოპერთან ქვეყანაში. 2015 წელს ხელმოწერილი პირველი პროექტის წარმატებულად შესრულების შემდეგ, EBRD-იმ გადაწყვიტა განაგრძოს აი ჯი დეველოპმენტ ჯორჯიას დაფინანსება საქართველოს ბანკთან ერთად და ხელი შეუწყოს კიდევ ერთ ენერგო-ეფექტური პროექტის განხორციელებას უძრავი ქონების სექტორში“,- განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში. 

ახალი სავაჭრო ცენტრი- “სითი მოლი საბურთალო” 120 000 კვადრატული მეტრი ფართობზე განთავსებული  სავაჭრო სივრცე  იქნება ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე. “სითი მოლი საბურთალო”-ს ჯამური საიჯარო ფართი 60 000 კვადრატული მეტრია. სავაჭრო ცენტრში სივრცე გაშლილი და გადანაწილებულია ჰორიზონტალურად ოთხ სართულზე, რომელშიც განთავსებული იქნება ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების 200-მდე მაღაზია. “სითი მოლი საბურთალოს“ სივრცეში მოეწყობა ყველაზე დიდი კინოთეატრი თბილისში, ბოულინგის ცენტრი, მასშტაბური ბავშვთა გასართობი ცენტრი, რესტორანი, სპორტული დარბაზი.  ეს იქნება ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ქალაქში, სადაც მომხმარებლებისთვის მოეწყობა ეგრეთ წოდებული „upscale” კუთხე - განსხვავებული, გამორჩეული დიზაინით, პრემიალური ბრენდების მაღაზიებით და 1500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...