2 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიომ აპრილი სტენოკარდიის თვედ გამოაცხადა, რომელსაც საქართველოც შეუერთდა

„სტენოკარდიის ცნობადობის ამაღლების“  კამპანიამ მოუსმინე შენს გულს“ სტარტი საქართველოშიც აიღო.  

სოციალური პროექტის პრეზენტაცია ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების (ESC) სამუშაო ჯგუფისა და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივით გაიმართა. მნშვნელოვანია, რომ საინფორმაციო კამპანია ლოკალურად საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პარტნიორობით ხორციელდება.

კამპანიის  ფარგლებში, თბილისმა    სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა თემაზე: სტაბილური გულის იშემიური დაავადების პერსონალიზირებული მიდგომა. კონფერენცია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის  პრეზიდენტი  ზურაბ კლიმიაშვილი,   მოწვეულნი იყვნენ თბილისის წამყვანი კარდიოლოგიური კლინიკის ექიმები.

კამპანიის მიზანს, გულის იშემიური დაავადებების შესახებ  საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენს, რათა პაციენტებმა არ უგულვებელყონ სიმპტომები, დროულად მიმართონ ექიმს და გაიაზრონ რა საფრთხის წინაშე დგანან.


სხვადასხვა დაავადების ცნობადობის ამაღლების კამპანიები ყოველწლიურად მეტ მნიშვნელობას იძენს.  წელს მსოფლიომ აპრილი სტენოკარდიის თვედ გამოაცხადა. აღნიშნულ ინიციატივას საქართველოც შეუერთდა და სტარტი აიღო  სტენოკარდიის საინფორმაციო კამპანიამ სახელწოდებით „მოუსმინე შენს გულს“, რომლის მიზანს გულის იშემიური დაავადებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა არ უგულებელყონ სიმპტომები, გაიაზრონ თუ რა საფრთხის წინაშე დგანან და დროულად მიმართონ ექიმს, რაც თავის მხრივ, სტაბილური სტენოკარდიის მართვის დროულ ოპტიმიზაციას ემსახურება.


ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და დაავადების სიმპტომებზე, ადრეულ დიაგნოსტიკასა და მის მართვაზე, ასევე პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კლიმიაშვილმა და ფარმაცევტული კომპანია "სერვიეს" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, მაია ხეცურიანმა. პროექტის პრეზენტაციაზე ასევე მოწვეული იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რათა ერთობლივად განისაზღვროს პრიორიტეტები, თუ როგორ არის შესაძლებელი სტენოკარდიის ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა და დაავადების პრევენცია.


„მოუსმინე შენს გულს და ერთად გავაკონტროლოთ სტენოკარდია. ამ კამპანიის მიზანია მოსახლეობას მისთვის გასაგებ ენაზე შევახსენოთ და ავუხსნათ ის ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც სტენოკარდიისთვისაა დამახასიათებელი. აუცილებელია მათ დროულად მიაქციონ ყურადღება შესაბამის გზავნილს საკუთარი გულისგან და დროულად მიმართონ ექიმს საჭიროების შემთხვევაში. სტენოკარდია მსოფლიოში პირველი პრობლემაა თავისი გართულებებითა და სხვადასხვა ფორმით გამოხატული ინვალიდობის კუთხით. ზოგჯერ ის სიცოცხლესთან შეუსაბამოც კი არის,“ - აღნიშნავს საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ კლიმიაშვილი.


„წელს, მსოფლიომ აპრილი სტენოკარდიის ცნობადობის თვედ აღიარა. შესაბამისად, საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციათან ერთად ჩვენი კომპანია „სერვიე საქართველოც“  უერთდება ამ ინიციატივას. შესაბამისად, ჩვენი კომპანია ეცდება ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას დაავადების სიმპტომების და მისი გამოვლენის შესახებ. ვურჩიოთ რა დროს მიმართონ ექიმს, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადების  ისეთი საშიში გამოხატულება როგორიც არის ინფაქტი,“   განმარტავს ფარმაცევტული კომპანია "სერვიეს" საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი,  მაია ხეცურიანი.


ჯანმრთელობის ეკონომიკის თვალსაზრისით სტენოკარდია საზოგადოებისათვის დიდი ტვირთია.  იგი უარყოფით გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და 3-ჯერ ზრდის შრომისუუნარობის 1.5-ჯერ სამსახურის დაკარგვის რისკს და 4-ჯერ დეპრესიის რისკს. მიუხედავად აღნიშნული საგანგაშო მაჩვენებლებისა, სტენოკარდია მაინც რჩება ექიმების კონტროლს მიღმა. ეს ნიშნავს, რომ ბევრი პაციენტი არ იღებს სათანადო მკურნალობას, რის შედეგადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონარული არტერიების დაავადების მქონე პაციენტების 43%-ში სტენოკარდია არ არის დიაგნოსდტირებული. სტენოკარდიის მქონე პაციენტების 44% კი არ იტარებდა საკმარის მედიკამენტოზურ თერაპიას. აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ სტენოკარდიის მკურნალობის გასაუმჯობესებლად საჭიროა მნიშვნელოვანი ძალისხმევა როგორც ექიმის, ასევე პაციენტის მხრიდან.

 

 

 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...