0 9 : 1 2
 | 

მსოფლიო

„ონკოლოგიური პაციენტების ასაკი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გაახალგაზრდავდა“ - ინტერვიუ ექიმ-მამოლოგ (ონკოქირურგი) გიორგი შიოშვილთან

ძუძუს ონკოლოგიური დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიააქალთა პოპულაციაში. დიაგნოსტირება, მკურნალობა და მასთან ბრძოლა ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია, თუმცა თანამედროვე მედიცინის მიღწევები ამ მიმართულებით საკმაოდ შთამბეჭდავია.

რა იწვევს ძუძუს კიბოს, არის თუ არა გენეტიკური ფაქტორი გადამწყვეტი და როგორ შეიძლება პრევენციული ზომების მიღება, ამის შესახებ ჯანმრთელობის სახლის ექიმი-მამოლოგი გიორგი შიოშვილი გვესაუბრება:

რა პრობლემებია ამ მიმართულებით და ძირითადად, რა ასაკიდან იწყება ძუძუს კიბოს ონკოლოგიური დაავადება?

- ზოგადად, პუბერტული ასაკიდან (14 -17 წლის ასაკი), როდესაც უკვე ყალიბდება სარძევე ჯირკვალი, პრაქტიკულად ნებისმიერი მდედრობითი სქესის ინდივიდს შეიძლება განუვითარდეს ძუძუს სხვადასხვა პათოლოგია. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებას, ძირითადი ასაკობრივი ზღვარი გადის 40-დან 70 წლამდე, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ტენდენცია შეიცვალა და ონკოლოგიური პაციენტების ასაკი მკვეთრად გაახალგაზრდავდა.

ახდენს თუ არა გარემო ფაქტორები გავლენას სარძევე ჯირკვალში ონკოლოგიურ ი დაავადების განვითარებაზე?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი არის დღევანდელი ჩვენი დაბინძურებული გარემო, რომელიც ზოგადად, არამარატო სარძევე ჯირკვალში, არამედ სხვა ონკოლოგიური პათოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს;

რამდენად აუცილებელია პროფილაქტიკა და რა ასაკიდან?

პერიოდული მონიტორინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორცკიბოსწინარე მდგომარეობების გამოსავლენად, ასევე ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიაზე საიდენტიფიკაციოდ; ნებისმიერი ქალბატონი, წარმოადგენს პოტენციურ პაციენტს, გამომდინარე აქედან, თავიანთი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, მიუხედავად ჩივილისა, საჭიროებენ მამოლოგის კონსულტაციას, მაგალითად ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას და ა.შ; თუმცა, 40 წლის ასაკიდან მამოლოგთან ვიზიტი და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება უნდა გახდეს ინტენსიური ხასიათის (წელიწადში ერთხელ მაინც);

აქვს თუ არა გენეტიკურ ფაქტორს მნიშვნელობა ძუძუს ონკოლოგიური დაავადების განვითარებაში?

- რა თქმა უნდა, მეტიც, არსებობს ერთ-ერთი გენი (BRCA) , რომლის მუტაციაც ძუძუს ონკოლოგიური დაავადების განვითარების უმნიშვნელოვანეს რისკ-ფაქტორს წარმოადგენს;

რა საპრევენციო ღონისძიებები არსებოს იმისათვის, რომ მოსალოდნელი პრობლემები ავიცილოთ თავიდან?

- ბუნებრივია, ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში პრევენცია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს და ამაში იგულისხმება პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი; საბედნიეროდ, ჩვენს ქალბატონებს აქვთ საშუალება ჩაერთონ სკრინინგის პროგრამაში, რომელიც იძლევა საშუალებას, როგორც ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებაში- რაც ეფექტური მკურნალობის საწინდარია, ასევე კიბოსწინარე პათოლოგიების გამოსავლენად.გამომდინარე აქედან, დროული სამედიცინო რეაგირება მნიშვნელოვნად ამცირებს პოტენციური ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს;

კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“

შემოგვიერთდით ფეისბუქზე - https://www.facebook.com/hhealthhouse/

☎️ტელ: 2 25 90 50; 2 25 90 70

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...