0 8 : 4 3
 | 

მსოფლიო

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება და გზა ნაწილობრივ ჩაიკეტება

ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირიც ნაწილობრივ ჩაიკეტება, რომ მოსახლეობას და საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილებისას პრობლემა არ შეექმნას.

„ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი განსაკუთრებულია და საკმაოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ამ პროექტზე საუბარი გვქონდა, აღინიშნა, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ისეთ მდგომარეობაშია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მოძრავი ავტომობილი მიწაში აღმოჩნდეს. არის მონაკვეთები, რომლებიც ჩავარდნილია, მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა და ეს ყველაფერი მიწისქვეშა კომუნიკაციების ბრალია, რომლის რეაბილიტაციაც აქამდე არ განხორციელებულა. გვესმის, თუ რამდენად რთული იქნება ამ გამზირის გადაკეტვა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტი ეტაპობრივად განვახორციელოთ, რათა ქალაქის პარალიზება არ გამოიწვიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მონაკვეთი ჩაიკეტება, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია. მიწისქვეშა კომუნიკაციების პარალელურად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად, გამზირის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.

„კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისი საავტობუსო ზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის დროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების გადაადგილების შესახებ მოსახლეობას სრული ინფორმაცია ექნება.

„დაახლოებით, 2.5 კილომეტრი სიგრძის გამზირია. მაქსიმალურად შევეცდებით, ავტომობილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს პრობლემები არ შევუქმნათ. სანამ უშუალოდ სამუშაოები დაიწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი კომუნიკაცია გვექნება. მძღოლებს და მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მივაწვდით, თუ როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე და როგორ იქნება შესაძლებელი ავტომობილებით გადაადგილება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძარი მე-17 დღეა მძვინვარ...

    „პლანეტის ფილტვები“ იწვის. ამაზონის ტყეებში უკვე მე-17 დღეა ნამდვილი ჯოჯოხეთი მძვინვარებს. ნადგურდება იქ არსებული ტროპიკული მცენარეულობა, ხეები და ფაუნა. 15 აგვისტოს შემდეგ, ბრაზილიაში, ძირითადად...

  • 11:58

    კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძ...

    მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა რუსეთში. კრასნოიარსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მას...

  • 15:07

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს...

    გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კარასინის წასვლის მიზეზი მისი ასაკია, ვონაიდან 'საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამუშაოს  გაგრძელების შესაძლე...

  • 14:07

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგ...

    იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33 ადამიანამდე გარდაიცვალა.  ცეცხლი სტუდიაში იმ დროს გაჩნდა, როდესაც შენობაში 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.პოლ...

  • 14:36

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა...

    ავიაკატასტროფას შვედეთში 9 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ უმეოსთან მოხდა. ბორტზე მყოფები პარაშუტით უნდა გადამხტარიყვნენ, თუმცა მცირე ზომის თვითმფრინავმა კატა...

  • 13:35

    რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამ...

    ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს,  რუსულმა ავტომწარმოებელმა კომპანია "GAZ" - ის თანამშრომლებმა მოსკოვში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციის წინ, საპროტესტო აქცია გამართეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საი...

  • 19:31

    ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტად დავიდ სასოლი აირჩ...

    ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ხმათა უმრავლესობით კანონმდებლებმა ამ თანამდებობაზე იტალიელი დეპუტატი, ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი აირჩიეს. პარალელურად, ევროკავშირის წევრი...