1 5 : 3 4
 | 

მსოფლიო

თამარ ჩუგოშვილი - ზუგდიდში განვითარებული მოვლენები იმის დასტურია, რომ "ოცნების" კანდიდატი იმარჯვებს

ჩამოტვირთვა

მმართველი გუნდი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ გუშინდელი შემთხვევა, როდესაც  საოლქო კომისიიდან ამომრჩეველთა სიები და ბეჭდები გაიტანეს და ოპოზიციის ჩარევს შემდეგ დააბრუნეს, კანონდარღვევას არ წარმოადგენს. თამარ ჩუგოშვილი პროვოკაციაში გაერთიანებულ ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველა ასეთ ქმედებას მოჰყვება მკაცრი რეაგირება.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა მიუხედავად ამისა ვნახეთ ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა. ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5000 აქტივისტის მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ქალაქ ზუგდიდში, რაც იმის მანიშნებელია რომ ვითარების ესკალაცია იგეგმება სწორედ ამ ადგილას. ჩვენთვის ეს იმის დასტური არის, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატს აქვს ზუგდიდში ძლიერი პოზიციები და იმარჯვებს ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას სტაბილური საარჩევნო პროცესი გადაიზარდოს დაძაბულობაში. ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, ან ექნება სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება მკაცრი კანონისმიერი რეაგირება,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები