1 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროქტოლოგი ერეკლე გრატიაშვილი: პირველად საქართველოში პილონიდურ სინუსზე ლაზერულ ოპერაციებს ვნერგავთ

პროქტოლოგიური დაავადებები დიდი უსიამოვნების მომტანია, ხშირ შემთხვევებში ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროქტოლოგიური პრობლემა ჰემოროიდული დაავადებაა, ასევე, საკმაოდ ხშირია პილონიდური სინუსი, იგივე გავა-კუდუსუნის ეპითელიალური  გზა, რომელსაც მოსახლეობაში თმის ჩაბრუნებას უწოდებენ.

პირველად საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრში პილონიდური სინუსის  ლაზერული დესტრუქციის ტექნოლოგია ინერგება. სულ რამდენიმე ქვეყანაში კეთდება მსგავსი ტიპის ლაზერული ოპერაცია და, მათივე კვლევებით, საკმაოდ წარმატებულად.

რა იწვევს ამ დაავადებებს, რამდენად რთულია მისი მკურნალობა და რა პროცედურებს მოიცავს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის სამედიცინო ცენტრის პროქტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი ერეკლე გრატიაშვილი საუბრობს:

– პროქტოლოგიური პათოლოგიები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ზოგიერთი მათგანი თითქმის თანაბრად გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში,  მაგალითად, ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)  თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესის მოსახლეობაში, პილონიდური სინუსი  კი მამაკაცებში 3-ჯერ უფრო მეტი სიხშირითაა წარმოდგენილი.

– რა მეთოდები არსებობს ამ დაავადებების სამკურნალოდ?

– ამ დაავადებების სამკურნალოდ სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური, მინიინვაზიური და  ოპერაციული ტექნიკებია შემუშავებული. თუმცა, ქირურგიული ჩარევების დიდი უმრავლესობა საკმაოდ მტკივნეულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვს. მიმდინარეობს მუშაობა ამ მეთოდების დახვეწაზე, რათა პაციენტს ტკივილები შეუმსუბუქდეს, რეაბილიტაციის ხანგრძლივობა შეუმცირდეს და მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– რა იწვევს ამ ტიპის დაავადებებს?

 ჰემოროიდული დაავადების გამომწვევი მიზეზი, გარდა გენეტიკური წინასწარგანწყობისა, სხვადასხვა გარეგანი მავნე ფაქტორიცაა. მაგალითად, უმოძრაო ცხოვრების წესი, არარეგულარული კუჭის მოქმედება, ალკოჰოლისა და ცხარე საკვების ჭარბად მიღება, ქალბატონებში ორსულობა, მშობიარობა. დაავადება ვლინდება სისხლდენით დეფეკაციის დროს, დისკომფორტით, ტკივილითა და გამონადენით უკანა ტანის არეში. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ის ნაყოფის განვითარების პროცესში კუდუსუნის არეში ყალიბდება კანის წვრილი მილისებრი ჩაღრმავების სახით, ანუ თანდაყოლილი პათოლოგიაა და როგორც წესი, 16 წლის ასაკიდან იწყებს გამოვლენას ტკივილით, შესიებითა და ჩირქოვანი გამონადენით კუდუსუნის არეში.

– რა მეთოდოლოგიით მკურნალობს პაციენტებს განყოფილება, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?

 ჩვენს განყოფილებაში ჰემოროიდულ დაავადებაზე თითქმის ყველა მინიინვაზიური პროცედურა ტარდება. ამიტომ ყველა სტადიაზე შესაბამისი პროცედურა გვაქვს შერჩეული. ბოლო პერიოდში აქტიურად ვცდილობთ, ლაზერული ოპერაციები დავნერგოთ.

– პროქტოლოგიური პათოლოგიების რომელ შემთხვევებში გამოიყენება ლაზერული ტექნოლოგია?

– ლაზერული ოპერაციები ძირითადად სამი მიმართულებით გამოიყენება: ლაზერული აპარატი შეიქმნა გერმანული კორპორაცია ბიოლიტეკის  მიერ. 2006 წლიდან გერმანელმა სპეციალისტებმა შესაბამისი ტექნოლოგია შეიმუშავეს და ამ აპარატის გამოყენება დაიწყეს ჯერ ჰემოროიდული დაავადების დროს, 2010 წლიდან - ანალური ფისტულებისთვის, 2013 წლიდან  კი - პილონიდური სინუსის სამკურნალოდ.

– რამდენად ეფექტურია ლაზერული ოპერაციები და რა გამოცდილება არსებობს?

 ლაზერული მკურნალობის მაღალეფექტურობა სხვადასხვა კვლევების მონაცემებით შეგვიძლია დავადასტუროთ. ჰემოროიდული დაავადების დროს ტრადიციულ ქირურგიულ ოპერაციებს ბოლომდე ვერ ანაცვლებს, რადგან მეოთხე სტადიის დროს ნაკლებად ეფექტურია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პათოლოგიის გამოვლენის ადრეულ ეტაპზევე მოგვმართონ. პილონიდურ სინუსზე კი ახლა ვიწყებთ გამოყენებას და, შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება გაგვიჭირდება, თუმცა არსებული კვლევებით საკმაოდ ეფექტურია, მით უმეტეს  გაურთულებელ შემთხვევებში.

– როგორია რეაბილიტაციის პროცესი ეპითელიალური ხვრელმილების ლაზერული დესტრუქციის შემდეგ და რამდენად მსუბუქია ის ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევასთან  შედარებით?

– პილონიდური სინუსის ქირურგიული  მკურნალობა მის  ამოკვეთას გულისხმობს ჭრილობის ღიად დატოვებით, ჭრილობის კიდეების ფსკერზე ჩაკერებით ან ჭრილობა სხვადასხვა წესით იკერება. ღია წესით ამოკვეთისას საკმაოდ ფართო ზომის განაკვეთებია, ზოგიერთ შემთხვევაში 3-4 თვემდე გრძელდება შეხორცების პროცესი. ლაზერული ოპერაციის დროს განაკვეთი, ფაქტობრივად, არ კეთდება, უკვე არსებული ხვრელებიდან შევდივართ ლაზერის ზონდით, რომელიც 360 გრადუსით ასხივებს ლაზერულ ენერგიას და მისი უკუ მიმართულებით გამოტანისას იხურება ფისტულის არხი. ეს პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება, მთელი პროცედურის ხანგრძლივობა 5-10 წუთს არ აღემატება და პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა, როგორც წესი, 2-4 კვირას არ აჭარბებს და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

– როგორია პირველადი სიმპტომები?

– ჰემოროიდული დაავადების  პირველადი სიმპტომია სისხლი დეფეკაციის დროს, კვანძის გამობერვა, დისკომფორტი, ქავილის შეგრძნება უკანა ტანის არეში. მკურნალობის გარეშე  დაავადება პროგრესირებს, შემდეგ უკვე კვანძი იწყებს გამოვარდნას და ბოლო სტადიაში უკან აღარ ბრუნდება. სისხლდენა შეიძლება წლების განმავლობაში ისე გაგრძელდეს,  რომ ტკივილი არ აღინიშნებოდეს, რაც ხშირად ხდება დაგვიანებული მომართვის მიზეზი. ბუასილის დროს ტკივილი ვითარდება, თუ ანალური ნაპრალით ან თრომბოზით გართულდა. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ის  გაურთულებელ შემთხვევაში ადამიანს არ აწუხებს. დაავადება ვლინდება 16 წლის ასაკიდან, როდესაც, ჰორმონული ცვლილებების გამო, ოფლიანობა მატულობს, თმა იზრდება არსებულ ხვრელმილში და ყალიბდება კისტა, რომლის ინფიცირების შემდეგ იწყება ტკივილი და შესიება კუდუსუნის არეში, ტემპერატურული რეაქცია, ჩირქოვანი გამონადენი. პაციენტი ზოგჯერ გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს ჩირქგროვის დრენირების სახით.

– რას ურჩევდით პაციენტებს ასეთი დისკომფორტული დაავადების პრევენციასთან დაკავშირებით?

– ჰემოროიდული დაავადების პრევენცია გულისხმობს უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებას, კუჭის მოქმედების მოწესრიგებას, ფიზიკური აქტიურობის მომატებას, ჰიგიენის დაცვას და სპეციალისტთან კონსულტაციას პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე. რაც შეეხება პილონიდურ სინუსს, ანუ თმის ჩაბრუნებას, ეს დაავადება თანდაყოლილი პათოლოგიაა და, შესაბამისად, მისი პრევენცია არ არსებობს, თუმცა ხშირად ოჯახური ანამნეზია, ანუ წინაპრებს, დედას, მამას ჰქონდათ იგივე დაავადება და ოპერაცია აქვთ გადატანილი. ამიტომ მინდა, მშობლებს მოვუწოდო, რომ დაუთვალიერონ  ბავშვებს კუდუსუნის მიდამოთუ რამდენიმე პატარა, წერტილის მსგავსი ჩაღრმავება შენიშნეს, ეს ნიშნავს, რომ შვილებსაც აქვთ აღნიშნული დაავადება და როცა იქნება, ის აუცილებლად გამოუვლინდებათ. სჯობს, გართულებამდე მოგვმართონ, რადგან ამ დროს  მეტი ეფექტი აქვს ლაზერულ მკურნალობას და მომავალში თავიდან ააცილებთ უფრო რთულ ოპერაციას.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...