2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) საქართველოში ოფიციალურ წარმომადგენლობას ხსნის

28 მაისს, 16 საათზე, სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯერები, PMI საქართველოს წარმომადგენლობის დამფუძნებლები და წევრები, პროექტის მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალები დაესწრებიან.

სტუმრებს სიტყვით მიმართავენ PMI თბილისი საქართველოს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის წევრები. ისინი ისაუბრებენ საქართველოში განხორციელებული პროექტების, გამოწვევების და მათ მიერ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ.

პროექტის მართვის ინსტიტუტის თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მიზანია  მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს პროექტის მენეჯერებს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, და ხელი შეუწყოს პროექტის მართვის ინსტიტუტის სტანდარტებისა და პროექტის მართვის საუკეთესო გამოცდილების (ტრადიციული, ეჯაილ და ჰიბრიდული მეთოდოლოგიები) დამკვიდრებას საქართველოში, რაც კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმატების საფუძველი იქნება.

 

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) შესახე

·         პროექტის მართვის ინსტიტუტი, რომელიც დაფუძნდა 1969 წელს, ყველაზე დიდი, არამომგებიანი, წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული ასოციაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 700,000-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს და ქმნის ღირებულებას ადვოკატირების, თანამშრომლობის, განათლებისა და კვლევის მეშვეობით 2.9 მილიონი ადამიანისთვის, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. 

·         პროექტის მართვის ინსტიტუტი ხელს უწყობს პროფესიონალებს კარიერულ ზრდაში, ხოლო ორგანიზაციებს  წარმატების მიღწევაში. ინსტიტუტი აძლიერებს პროექტის მართვის პროფესიას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტების, სერტიფიცირების, რესურსებისა და ინსტრუმენტების შექმნით, აკადემიური კვლევების, პუბლიკაციების, პროფესიული განვითარების კურსების და პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირების გზით.  

 

პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის შესახებ

  •          პროექტის მართვის ინსტიტუტის თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობა (www.pmige.org)  არის  პროექტის მართვის ინსტიტუტის  (PMI - www.pmi.org)  ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.
  •          წარმომადგენლობა  დაფუძნდა 2018 წელს და უკვე აერთიანებს 92 მოქმედ წევრს, მათ შორის პროექტის მართვის პროფესიონალის სერტიფიკატის (PMP) მფლობელებსაც, რომლებიც  მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციებში.
  •          წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს  პროექტის მართვის ინსტიტუტის სხვა ქვეყნების წარმომადგენლობებთან. 

 

წარმომადგენლობის მიზნებია:

 

  •          მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს პროექტის მენეჯერებს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში
  •          გაზარდოს პროექტების მართვის პროფესიონალის სერტიფიკატის (PMP) ცნობადობა
  •          ხელი შეუწყოს პროექტის მართვის ინსტიტუტის სტანდარტებისა და პროექტის მართვის საუკეთესო გამოცდილების (ტრადიციული, ეჯაილ და ჰიბრიდული მეთოდოლოგიები) დამკვიდრებას საქართველოში
  •          დაეხმაროს მსურველებს გახდნენ  პროექტის მართვის ინსტიტუტის სერტიფიკატის მფლობელები

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...