0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლარის გაუფასურება გრძელდება - ერთი დოლარი 2.83 ლარი ღირს

ეროვნული ვალუტა არსებობის 24-წლიან ისტორიაში, ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს და ანტირეკორდს ხსნის.

ყველაზე დაბალი კურსი, ლარის არსებობის მანძილზე აქამდე 2 ლარი 82 თეთრი იყო, დღეს კი კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი უკვე 2 ლარი და 83 თეთრი ღირს.

ექსპერტები უახლოეს მომავალში, ეროვნულ ვალუტას გამყარებას არ უწინასწარმეტყველებენ და ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.

ექსპერტები საგარეო ფაქტორზე და თურქული ლირის გაუფასურებაზეც საუბრობენ. ასევე ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკური გუნდის არასწორმა პოლიტიკამ, ასევე ეროვნული ბანკისა და მთავრობის არასინქრონიზებულმა მუშაობამ გამოიწვია.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდება და ის 2.85-იან ნიშნულზე ავა.

„მთავრობა და ეროვნული ბანკი მუშაობს ასინქრონიზებულად ,მათ შორის შეთანხმება არ არის. ჩვენ ველოდებით ლარის 2.85 ნიშნულზე დასტაბილურებას,“-ამბობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...