1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დამაზიანებელი იქნება“

ბოლო დროს ვისმენდით სხვადასხვა მოსაზრებებს სპეკულაციებს ამ საკითხზე, ამიტომ ცალსახად მინდა ვთქვა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. და ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება. ამას ვადასტურებთ საქმით იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოს მხარდაჭერა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ანაკლია ამოქმედდეს და ამ ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ოპერირება და ტვირთების მიღება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 ამასთან, მინისტრმა პარლამენტარებს შეახსენა ის მხარდაჭერა, რომელსაც ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია იღებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. „ეს არის 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს; ეს არის 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია უკვე და ეს არ არის დაპირება, ეს არის კონკრეტული ვალდებულება; ეს არის მოქნილი ვადები - პირველი ვადა ანაკლიის კონსორციუმთან შეთანხმებული სამუშაოების დაწყების და ე.წ. ფინანსური დახურვის მიღწევის, იყო 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა მისი გადავადება, შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ განვიხილავთ ფინანსური შეკვრის და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორის 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო“, - განაცხადა მინისტრმა.

 ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ. „შესაბამისად არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება. სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიისთვის დამაზიანებელი იქნება“, - აღნიშნა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...