0 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მინდა ვთქვა ის რაც ყველას აინტერესებს…” – ზაზა სარალიძე

მინდა განვმარტო ის , რაც ყველას აინტერესებს თუ რატომ აღარ იყო ჩემს გვერდით ზვიად კუპრავა – ამის შესახებ სარალიძე “განსხვავებულ აქცენტებში” საუბრობს.

ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას მადლობას უხდის იმ წვლილისთვის, რომელიც მისი თქმით, კუპრავას ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებაში მიუძღვის.

ზაზა სარალიძე ზვიად კუპრავას ერთ-ერთი ბრალდების შესახებ საუბრობს, კერძოდ სხვისი თეფშიდან ჭამის გამო გირაოს შეფარდებაზე.  ზაზა სარალიძე კუპრავას საქმეზე მოწმედაც იყო დაბარებული. 

„მოხდა ისე, რომ დააკავეს კუპრავა. ეს იყო ზაფხულის აქციები, თქვენც კარგად გახსოვთ. რა თემაზე დააკავეს, ამაზე მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ სასამართლო განაჩენიც არ ყოფილა ჯერ, როგორც ვიცი. ეს უკვე გამოძიების დასადგენია ყველაფერი. მაგრამ ერთი ვიცი, რომ სპეციალურად დაიჭირეს, სპეციალურად, რომ გაერიდებინათ პროცესებისთვის, ხელისუფლებამ ალბათ, მეტი ვინ გაუჩალიჩებდა. თქვენ და მე რომ არ გავუჩალიჩებდით, ვიცით… ეს იყო ყველაფერი გათვლილი, ვინ გათვალა ამას ვერ ვიტყვი, ვერ დავადასტურებ, არ ვიცი,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე განმარტავს, რატომ აღარ იყო ზვიად კუპრავა მის გვერდში, დაახლოებით 10 სექტემბრის შემდეგ. ასევე, ზაზა სარალიძეს აინტერესებს, რატომ არ დაკითხეს ის ზვიად კუპრავას საქმეზე, რომელსაც სხვისი თეფშიდან ჭამის გამო, გირაო შეუფარდეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან საშიში იყო უკვე ზვიადის დაკავება ნებისმიერ ბრალდებაზე, ფაქტია უკვე ციხეში ზის. მოხვდა პანღურის გულისთვის. აუცილებელი იყო გარიდება ზვიადის ამ პროცესების. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება კონკრეტულად ამ საქმეზე არასდროს, არანაირი წყენინება არ გვქონია, პირადი ურთიერთობის გარდა. მაგრამ, ძალიან ცუდი იცით რა არის, ვერ ამოვხსენი ვერანაირად, რატომ არ დავიკითხე ზვიადის პროცესზე, მთავარზე,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...