1 5 : 1 1
 | 

მსოფლიო

სოფელ ყანდაურაში, 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მეუღლე გარდაიცვალა

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მეუღლე გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში წუხელ, გვიან ღამით გადმოასვენეს. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა 72 წლის ქალს თავის არეში მძიმე დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა

დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს.

გარდაცვლილის ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს. რაც შეეხება ოჯახს, რომელსაც შვილი და ცოლი მოუკლეს, აცხადებს, რომ სამართალდამცავები მათ ამ დრომდე, არ დაკავშირებიან.

შეგახსენებთ, რომ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. მკვლელობისთვის 85 წლის მამაკაცი დააკავეს, მომხდართან დაკავშირებით დაკითხეს მისი შვილიშვილი, ხოლო ძებნაშია მისი შვილი, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები