0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

HUAWEI Mate 20 Pro ანდროიდის ახალი სისტემის ტესტირებაში დაბრუნდა

Google-მა HUAWEI Mate 20 Pro Android Q beta-ს პროგრამაში დააბრუნა. გარდა ამისა, კომპანია კვლავ განაგრძობს ისეთი ასოციაციების რიგებში ყოფნას, როგორიცაა: SD ასოციაცია, Bluetooth-ისა და Wi-Fi ალიანსი.

კომპანია HUAWEI-სთვის SD ასოციაციის წევრობა არ გაუქმებულა - იგი დროებით შეიცვალა, რათა ა.შ.შ-ის სავაჭრო დეპარტამენტთან შესაბამისობა დადასტურებულიყო. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს SD ასოციაციამ HUAWEI -ს წევრობა შეუჩერა. თუმცა ძალიან მალე, დაახლოებით, ერთ კვირაში, ასოციაციამ კომპანიასთან მოლაპარაკებების პარალელურად, შეცვალა გადაწყვეტილება და HUAWEI-მ SD ასოციაციის წევრთა სიაში კვლავ კუთვნილი ადგილი დაიკავა.

იმ პრობლემების და არასწორი ინფორმაციის სიმრავლის მიუხედავად, რასაც ბოლო დღეებში HUAWEI შეეჯახა, ექსპერტთა გათვლებით, სიტუაცია მალე დასტაბილურდება. მათივე განმარტებით, Android Q beta-ს სიაში დაბრუნება ნიშნავს, რომ ტელეფონს Android-ის ახალი თაობის ბეტა ვერსიის ჩაწერისა და განახლების შესაძლებლობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ Google-ის მიერ, დეველოპერებისთვის მაისში გამართულ კონფერენციაზე (I/O 2019-ზე) HUAWEI -ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის დეველოპერები ჩაერთვნენ Android Q-ს ბეტა ტესტირებაში. მოწვეულ დეველოპერებს, Android Q-სთან მოწყობილობის თავსებადობა უნდა გამოეცადათ.

Android Q სმარტფონის პლატფორმის ახალი, მეათე და მნიშვნელოვანი ვერსიაა, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლის კონფიდენციალურობის მძლავრი დაცვის სისტემით. უახლესი ანდროიდის ვერსია, წარმოგვიდგენს დაცვის ახალ მექანიზმებს და გვთავაზობს უფრო ეფექტურ კონტროლს, ოპერატიულ სისტემებსა და აპლიკაციებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესთან დაკავშირებით.

პრეზენტაციაზე, HUAWEI Mate 20 Pro იყო ერთ-ერთი პირველი მოწყობილობა, რომელმაც გამოსცადა Android Q Beta-ს სისტემა. გარდა ამის HUAWEI Mate 20 Pro შევიდა იმ მოდელების სიაში, რომლებმაც ტესტირების დასრულების და ახალი ანდროიდ ვერსიის გამოსვლის შემდეგ პირველებმა უნდა მიიღონ სისტემის განახლება.

ბოლო წლების განმავლობაში, HUAWEI აქტიურად მუშაობდა Google-თან, სისტემის დაცულობისა და ოპტიმიზაციის კუთხით მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით, რათა ერთობლივი ძალისხმევით გაეუმჯობესებინათ ანდროიდ პლატფორმა, შეფასებები, რომლებსაც HUAWEI მიიღებს Android Q beta ვერსიის ტესტირებაში მონაწილე დეველოპერებისგან, Google-საც გადაეცემა რათა შექმნის პროცესშივე შეძლოს პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესება,

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...