1 0 : 5 3
 | 

მსოფლიო

თიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ მიემგზავრება

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების - თიბისის სტატუსის და „მასტერქარდის“ გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მაკა ჩაჩიბაიამ 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორცელა. გათამაშების პირობების თანახმად ის 28 ივნისს ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ “ვარსკვლავური ომების“ VIP ტურში ერთად მიემგზავრება. საგზური მოიცავს მგზავრობას 4 ადამიანზე, სასტუმროში განთავსებასა და “ვარსკვლავური ომების“ ტურს გიდის თანხლებით.

გიდი გამარჯვებულ ოჯახს VIP ტურში გაუძღვება, რომელიც „ვარსკვლავურ ომებთან“ დაკავშირებულ ყველა მოვლენას მოიცავს. ოჯახი იმოგზაურებს „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების - ჯაკუს, ჰოთის, ტატუინის, სიკვდილის ვარსკვლავის ეგზოტიკურ სამყაროებში და ბევრ მსგავს ადგილას ლოზუნგით - „ვარსკვლავური ტურები: თავგადასავლები გრძელდება“. მათ VIP ოთახში მოხვედრის საშუალებაც ექნებათ, სადაც გარედან დააკვირდებიან ვარსკვლავური ხომალდის მოძრაობებს. ტურის მონაწილეებს ახალი მისია ელით: დალაშქრონ ვარსკვლავური ომების ჰიპერ-კოსმოსური მთა, გაერთიანდნენ აჯანყებულთა ალიანსში და ბრძოლით გაიკაფონ გზა იმპერიულ TIE მებრძოლებს შორის. ამის შემდეგ გამარჯვებულები დარტ ვეიდერს შეხვდებიან და მასთან ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ. ბოლოს, გამარჯვებული ოჯახი რესტორნის ზედა სართულზე გამაგრილებელ სასმელებსა და „ვარსკვლავური ომების“ თემატიკის წასახემსებელ საშუალებებს დააგემოვნებენ.

აღნიშნულ გათამაშებაში მონაწილეობა თიბისის სტატუსის ყველა მომხმარებელს შეეძლო, რომელიც აქციის პერიოდში მასტერქარდ სტატუს ბარათით ისარგებლებდა. საგზურის მოსაგებად მხოლოდ ტრანზაქციების განხორციელება იყო საჭირო.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...