0 8 : 1 8
 | 

მსოფლიო

2 შვილის მამას თქვენი დახმარება სჭირდება - ,,მაპატიეთ თუ რამეს არასწორად ვაკეთებ, სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს"

ნინო ჯოჯიშვილი თავისი მეუღლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს:

ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემს მეუღლეს ესაჭიროება: გულის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის კათეტერული აბლაცია, რაც არის საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია, პროცედურა ჯდება 15000 ლარი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსდა 3905 ლარი, რაიონის გამგეობამ დაგვაფინანსა 800 ლარით, დანარჩენი 10295 ლარი გადასახდელია ჩვენს მიერ. ვინაიდან ვერ მოვიძიე თქვენგან დამოუკიდებლად საჭირო თანხა, დრო კი ძალიან ცოტა გვაქვს იძულებული ვარ დავდო ანგარიშის ნომერი, ვისაც გაქვთ სურვილი და მცირედი საშუალება გთხოვთ დაგვეხმაროთ. 

მაპატიეთ თუ რამეს არასწორად ვაკეთებ, სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს. უფალმა ჯანმრთელობა მოგცეთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. 

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE61BG0000000630577700 პირადი ნომერი: 59001123384 მიმღები: თინათინ ჯოჯიშვილი. 

წინასწარ გიხდით მადლობას ყველას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები