0 6 : 5 1
 | 

მსოფლიო

იწყებს არა სისხლის სამართლის დანაშაულზე, არამედ დრამაზე მუშაობას - თინა ხიდაშელი

„ხელისუფლება პირველი დღიდანვე ახდენს საკუთარი სიმართლის დისკრედიტაციას,“ - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი 20-21 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლება თავის ქმედებებით გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

„ხელისუფლება მთელ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და პოლიტიკურ ელფერს აძლევს ამ გამოძიებას, როდესაც იწყებს დრამაზე მუშაობას. არა სისხლის სამართლის დანაშაულზე მუშაობას, არამედ რაღაც დრამატული სცენარის განვითარებას იმისთვის, რომ გაამართლოს დათხრილი თვალები, სისხლი, რომელიც ვნახეთ, ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ, 240 დაშავებული, ჟურნალისტებზე შეტევა და ამ დრამისთვის მას სჭირდება სახელმწიფო გადატრიალება, ისეთი ტიპის დანაშაული, რომლის იქითაც იმაზე უარესი აღარ არსებობს. ნუ რა ვქნათ, ამ დანაშაულის აღსაკვეთად ეს დაგვჭირდა. არ გამოვა, სახელმწიფო დანაშაული არ გამოდის იქიდან, რასაც ჩვენ ვუყურებდით რუსთაველის გამზირზე, ვერც ერთი ახალი რამ ვერ გვითხრა, ვერც გუშინ და ვერც მანამდე შს მინისტრმა, რომელიც იმაში, რაც ჩვენ ჩვენი თვალით ვნახეთ დამატებით მტკიცებულებებს, იმ ტიპის სინათლეს შეიტანდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე გვეფიქრა და სწორედ ამიტომ, ხელისუფლება თავად ეწევა ამ გამოძიების დისკრედიტაციასაც,“ - განაცხადა ხიდაშელმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...