1 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი"

გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სტუდენტების შეხვედრაზე ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო აბსოლუტური ტყუილი – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. 

ხატია მოისწრაფიშვილი იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გერმანიაში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს უწიგნურები უწოდა. 

მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი შეხვედრაზე არ ყოფილა გაღიზიანებული და პასუხი გაეცა ყველა კითხვას.

„ქართველი სტუდენტების და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის დროს გავრცელებული ინფორმაცია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, იყო აბსოლუტური ტყუილი. შეხვედრაზე არ თქმულა არც ერთი სიტყვა რომელიც გავრცელდა, პრეზიდენტი არ ყოფილა გაღიზიანებული, ხაზს ვუსვამ, პასუხი გაეცა ყველა კითხვას, მათ შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით. არანაირი ირონიული ტონი, არანაირი გაღიაზიანება და არსად არ ისმის ის სიტყვა, რომელზეც საუბრობენ სიუჟეტებში“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს გუშინ შეხვდა. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც კითხვა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და ასევე დავით გარეჯში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დაისვა. 

შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა განაცხადა, რომ კრიტიკული კითხვების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მათ მეტი წიგნიერებისკენმოუწოდა.

მონაწილეებმა 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა ცალ თვალზე ხელის აფარებით გააპროტესტეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...