0 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პირდაპირ მოითხოვა გაბუნიას თავი…”

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

"ხვალ რუსთავი 2ზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ცხადდება, სადაც, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას არანაირი ლეგიტიმური შანსი არ ექნება, რამენაირად შეეხოს არსებულ სტატუს კვოს. ერთადერთი, თუ თავზე გადაისკორავს და ნაჯახით გადაჭრის ამ საკითხს (მძიმე ფასს რომ გადაიხდის, ეგ მეორე სერიაშია).

ხოდა, აგერ, დილიდან, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიარეისების აღდგენის სანაცვლოდ, პირდაპირ მოითხოვა გაბუნიას თავი და, პრაქტიკულად, ასევე პირდაპირ – ჩვენი არხის დახურვა (აბა ისე გაბუნიას არავინ მოხსნის და არც ანტირუსული, და არა რუსოფობიული, რიტორიკა შეწყდება). აქვე, ასევე პირდაპირ მოთხოვნილია რუსთაველზე არსებული მიტინგის დაშლა (ნუ, დაშლას ჩვენი ხელისუფლება რას ეძახის, ეგ უკვე გავიგეთ). აქვეა მთავარი ოპოზიციური პარტიების განეიტრალების საკითხიც. მოკლედ, ქვეყანაში მარტო ივანიშვილი, ტელეიმედი და ირმა ინაშვილი დარჩნენო, გვეუბნება.

და ახლა რას უნდა ველოდოთ? აღშფოთებული მგზავრების მიტინგს ჩვენს შენობასთან? თუ პირდაპირ არხის დახურვას ავიათავისუფლების სანაცვლოდ?

ბოდიში, მაგრამ, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი ისევ აქვს? ისევ ბოდიში, და ამგვარ ჩარევას სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, თან ულტიმატუმის ფორმით, რა ქვია? და როგორ ირეაგირებს ამაზე საქართველოს მთავრობა – იქნება სუვერენიტეტის შელახვის თაობაზე საპროტესტო წერილები, თუ პირიქით – მიესალემბიან, მადლს მიუძღვნიან, დავალებად აღიქვამენ და მიხედავენ ამ დავალების ზემოთმოყვანილი პირობების შესრულებას?

მოკლედ. ქვეყანა აღარ გვაქვს, დროზე თუ არ ვუშველეთ. უზურპატორი უნდა წავიდეს!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...