0 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

HUAWEI P Smart Z - მომავლის ტექნოლოგია ბიუჯეტურ სმარტფონში

საქართველოში, კომპანია  HUAWEI-ს პარტნიორ მაღაზიებში  P Smart Z სერიის სმარტფონების გაყიდვა უკვე დაიწყო. ახალი მოდელი პროგრესული ტექნოლოგიის, რევოლუციური ესთეტიკური დიზაინისა და ხელმისაწვდომი ფასის უნიკალური კომბინაციაა, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს არ ჩამორჩეს დროს, მოდას და  ეზიაროს მომავლის ტექნოლოგიას.

HUAWEI P Smart Z შექმნილია ძირითადად სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ანუ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ დატკბნენ მომვალის ტექნოლოგიებით, თუმცა  პერიოდულად უწევთ საკუთარი მცირე ბიზნესის მართვა და ამასთან   დიდ დროს უთმობენ სწავლა-განათლებას.

მოდელის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია პოპ-აპ კამერა AI (ხელოვნური ინტელექტი) მხარდაჭერით, გამძლე ელემენტი, ფუნქციური და ეფექტური საოპერაციო სისტემა, სრული HD ეკრანი, ძლიერი გრაფიკა და გამორჩეული ესთეტიკური დიზაინი.

P Smart Z-ის  ინოვაციური 16 მეგაპიქსელიანი პოპ-აპ კამერა,  მობილურის ჩვეულებრივი მოხმარებისას დამალულია კორპუსში. წინა კამერის გააქტიურებისას, მაგ. სელფის გადაღებისთვის, ის ავტომატურად ამოდის ეკრანზე, როგორც წყალქვეშა ნავი წყლის ზედაპირზე. ეს ფუტურისტული დიზაინი ელეგანტურად ჭრის წინა კამერის მდებარეობის პრობლემას და ეკრანის სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა.

კამერის ლინზა რბილად ამოდის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც კი. ჰუავეის მკაცრი ტესტირებების შედეგად, მან გაუძლო  100,000 სვადასხვა დამაზიანებელ სიტუაციას. გარდა ამისა, სმარტფონს აქვს დავარდნისგან დაცვის ჭკვიანი მექანიზმი,  რომელიც ავტომატურად აფიქსირებს მობილურის ვარდნის პროცესს და ლინზას მომენტალურად მალავს. წინა კამერა აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, რომელიც ავტომატურად აღიქვამს ფოტოგრაფიის 8 გავრცელებულ სცენას, მათ შორის ლურჯ ცას, სიმწვანეს, დახურულ სივრცეს, თოვლიანს ხედებს. მისი სინათლისა და ფონის დარეგულირების ფუნქცია, ასევე სახის გალამაზების ალგორითმი და 3D პორტრეტის განათების ეფექტები  შესანიშნავი პორტრეტის გადაღების საშუალებას იძლევა.

P Smart Z აღჭურვილია 16MP + 8 MP + 2MP სამმაგი კამერის სისტემით. ძირითადი 16 MP-იანი და  8 MP კამერების საშუალებით შეგიძლიათ კრისტალურად სუფთა ფოტოები გადაიღოთ დეტალების სრულყოფილად აღქმითა და განათებისრეგულირების ტექნოლოგიით. 8 MP კამერას შეუძლია კადრი 120 გრადუსიანი გაფართოებით გადაიღოს, რაც ძალიან მოსახერხებელია ხედებისთვის. 2MP-იანი სენსორი ძირითად კამერასთან კოორდინირებულად მუშაობს და SLR ხარისხის ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა.

P Smart Z-ის ეკრანი გამორჩეულია იმით, რომ მას საერთოდ არ აქვს ჩარჩო, ნახვრეტები და სლაიდერი  სრული ეკრანის  შესაქმნელად. წინა კამერის, ყურსასმენისა და სინათლის სენსორის გადაადგილებით HUAWEI-მ   შექმნა პრიალა 19.5:9 თანაფარდობის ეკრანი. 2340 x 1080 სრული HD გამოსახრლებით და 391 PPI პიქსელის სიმკვრივით HUAWEI -ის ეკრანი ერთგვარი გამადიდებელი შუშასავით მოქმედებს - გაწვდის ყველა დეტალს. ფერების მდიდარი პალიტრა კი, ქმნის მკაფიო, ცოცხალ, კაშკაშა ვიზუალურ ეფექტს, თამამი ტექსტურითა და მკვეთრი მახასიათებლებით.

HUAWEI P Smart Z აღჭურვილია, თანამედროვე, თვალის კომფორტის რეჟიმით, რაც ფილტრავს საზიანო ლურჯ სხივს და იცავს თვალს დაღლილობისა და დაძაბვისგან. ამ ფუნქციამ მკაცრი ტესტირება გაიარა ფოტო-ბიოლოგიური უსაფრთხოებისთვის და TÜV Rheinland-ის მიერ სერტიფიცირებულია, როგორც ეფექტური მახასიათებელი.

რაც შეეხება სმარტფონის კამერებს,

განახლებული Kirin 710F მიკროსქემის დამსახურებით სმარტფონის მუშაობა ჯამში 30%-ით გაუმჯობესებულია, ენერგიის გამოყენება კი 30%-ით შემცირებული. ძლიერი ელემენტი თავისი გამძლეობით ბაზარის ტოპ მოთამაშეებს უახლოვდება. ამასთან, EMUI 9 საოპერაციო სისტემა წამყვან F2FS 2.0 და EROFS ტექნოლოგიებს მოიცავს, რაც ასუფთავებს სისტემის ქეშს, ფრაგმენტებს, ზრდის მეხსიერებას და უზრუნველყოფს სმარტფონის გამართულ  მუშაობას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...