2 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ივანიშვილმა "რუსთავი2" დავით გარეჯში გაცვალა"

მივედით იქამდე, როდესაც ქვეყანა ირჩევს, დარჩება პოსტმოსკოვურ სივრცეში უზბეკეთისა და თურქმენეთის მსგავსად, თუ გახდება დემოკრატიული სამყაროს თავისუფალი წევრი - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის დახურვის განკარგულება საქართველოს ხელისუფლებამ კრემლიდან მიიღო. ნათელაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა სტრასბურგის სასამართლოს „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღო.  

„არ ჩაივლის პუტინისა და ლავროვის ბრიფინგი, რომ წინ წამოწეული არ იყოს "რუსთავი 2," დღეს "რუსთავი 2" ქმნის იმპერიისთვის საშიშ და საწინააღმდეგო საზოგადოებრივ აზრს. როგორც იმპერიის წარმომადგენელი და საქართველოს საოკუპაციო კომიტეტის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ვალდებულია შეასრულოს უფროსების დაკვეთა. მთავარი ამოცანაა "რუსთავი 2"-ის პარალიზაცია.

"რაც მთავარია "რუსთავი 2"-ს არჩეული აქვს გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია და შორს რუსული ბატონობისგან. იმ პალატაში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგში აზერბაიჯანელი მოსამართლეა წარმოდგენილი, მოდი ახლა და ნუ იეჭვებ, რომ დავით გარეჯი არ გაიცვალა "რუსთავი 2"-ზე. "რუსთავი2" აკარგინებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას მას, რას არ გაიღებდა რამდენიმე ლავრას და მონასტერს, რომ აზერბაიჯანელი მოსამართლე გადმოებირებინა?“-განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...