1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ და როდის გადაიბირეს გახარია რუსმა სამართალდამცველებმა - შს მინისტრის სკანდალური ისტორიები მოსკოვში

„რუსულმა სპეცსამსახურებმა გიორგი გახარია სტუდენტობის დროს გადაიბირეს, როდესაც ის სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა სოფელში, სახელწოდებით „ლურჯი გარი“, - ეს სისხლიან ჯალათად წოდებული შს მინისტრის შესახებ ერთადერთი სკანდალური ინფორმაცია არ არის, რომელიც აიტივი.ჯის კარგად ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.

მეტიც, ჩვენს მიერ მოძიებული მონაცემებით, გახარიას „დავერბოვკება“ მოსკოვში, მისი რამდენჯერმე დაკავების დროს მოხდა. გათავისუფლების შემდეგ კი, ის რუს სამართალდამცველებს აღარ შეუწუხებიათ.

მეტიც, მან, ამ ფაქტიდან მალევე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა - როგორც ჩანს, გარკვეული ფარული ვალდებულებების აღების სანაცვლოდ.

სტუდენტი გახარია

სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია, რომლის ბრძანებითაც 20 ივნისს ანტისაოკუპაციო მიტინგი სასტიკად დაარბიეს, ახალგაზრდებს თვალები ამოთხარეს და დაასახიჩრეს, ირწმუნება რომ 1994-2000 წლებში მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელიც დაამთავრა კიდეც.

ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე კი აცხადებს რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება ერთი მარტივი მიზეზის გამო -  მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი 2008 წელს დაარსდა და გახარია იმ ფაკულტეტს ვერ დაამთავრებდა, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

ვლადიმერ ივანიძე ადასტურებს გახარიას დაკავების ფაქტებსაც, რომელიც მისი თქმით, 2000 წლის ივნისში გახორციელდა. შესაბამისად, სავარაუდოა რომ სისხლიან ჯალათად წოდებული შს მინისტრი სწორედ ამ პერიოდში „დაავერბოვკეს“ რუსმა სამართალდამცველებმა, სანაცვლოდ კი, მოქალაქეობა და პრივილეგიები უბოძეს.

„ამის შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვს ქართულ სპეცსამსახურსაც. არსებობს მთელი რიგი საეჭვო გარემოებები, ფაქტები, კითხვის ნიშნები, რომლებიც ზუსტად იმაზე მიგვანიშნებს რომ გიორგი გახარია, მოსკოვში ცხოვრების დროს, რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ მოექცა“, - გვიყვება კარგად ინფორმირებული წყარო.

„მოდით დავასრულოთ თემა გახარიას რუსული პასპორტის შესახებაც... მას შემდეგ რაც 2000 წლის ივნისის თვეში, გახარია ორი დღის მანძილზე ორჯერ დააკავა  რუსეთის  პოლიციამ, გახარია, როგორც ჩანს, დაფიქრდა მისი მოქალაქეობის შესახებ.

რა ჰქონდა მას სინამდვილეში გეგმაში, ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ თავად იცის, მაგრამ ჩვენც ვეცადოთ დეტალების გარკვევა. 

გახარიას სავარაუდოდ,  საბჭოთა პასპორტი ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მოსკოვში ცხოვრობდა? მითუმეტეს, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და აქაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით...

ამრიგად,  25 წლის გახარიამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. ყველაფერი კი ძალიან სწრაფად მოხდა.

დაკავებისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ, დაახლოებით თვენახევარში, 2000 წლის 5 აგვისტოს, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებით, რუსეთის მოქალაქეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო. ეს იყო საკმაოდ გრძელი სია, რომელშიც დაახლოებით 904 ადამიანი შედიოდა. მათ შორის გახარია.

ციტატა: „გახარია გიორგი, ზაურის ძე, დაბადებული 1975 წელს, თბილისში, მცხოვრები ივანოვის რეგიონში“.

უფრო მეტიც, სოფელი ლურჯი გარი, სადაც „სტუდენტი-პოლიტოლოგი“ გახარია ცხოვრობდა, ტექსტში რატომღაც მითითებული არ არის, მაგრამ ეს ჩვეული პრაქტიკაა.

დეტალური მისამართი „ახალი რუსების“ საპრეზიდენტო განკარგულებაში დაკარგულია. ყველა არსებული მონაცემთა ბაზის შემოწმება გვიჩვენებს, რომ  რუსეთის მოქალაქის პასპორტი  (ნომრით 2400 09 4116) მას გადაეცა 2000 წლის 16 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

მისი პირადი მისამართი კი ადრინდელივით, მითითებული იყო სახლი 26, სოფელი ლურჯი გარი. იმ დროისთვის გახარია უკვე 25 წლის იყო“, - ამბობს ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე.

რა აკავშირებს გახარიას პირთან, რომელიც რუსულ ბაზაში მოხსენიებულია როგორც მკვლელი და ყაჩაღი?

2001 წელს, მოსკოვში, ერთერთ კომპანიაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდასხმისას მოკლეს პოლიციელი. მოგვიანებით გაირკვა რომ შეიარაღებულ თავდასხმაში ეთნიკური ქართველი, ვინმე ირაკლი აბულაძე მონაწილეობდა, რომელიც რუსეთის კრიმინალურ ბაზაში შეყვანილია როგორც მკვლელი და ყაჩაღი.

ირაკლი აბულაძე, ისევე როგორც გახარია სტუდენტურ საცხოვრებელში  - „ლურჯი გარი“ ცხოვრობდა. ის წარმოშობით სენაკიდან არის. სენაკელია გიორგი გახარიას მეუღლეც.

შეიარაღებული თავდასხმის ფარგლებში, მაშინ, პოლიციამ სტუდენტური სოფელი გაჩხრიკა. გაჩხრიკეს ოთახი ნომერი 605-ც. ამ საქმეზე დაკითხეს რუსეთის მოქალაქე გახარიაც, რომელსაც უკვე ჰქონდა ურთიერთობები რუს სპეცსამსახურებთან.

ჰქონდა თუ არა, კავშირი გახარიას შეიარაღებული თავდასხმისა და პოლიციელის მკვლელობის საქმესთან? ამ კითხვას მაშინ რუსულმა გამოძიებამ არ უპასუხა. სავარაუდოდ, გახარიას მიმართ ლოალური დამოკიდებულების გამო.

თუმცა, ცნობილია რომ გახარია მეგობრობდა ირაკლი აბულაძესთან, რომელიც იმჟამად მის მსგავსად - სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა.

„მზრუნველმა ხელმა“ მისი ბიოგრაფიიდან ყველა დეტალი წაშალა, რაც 90-იანი წლებიდან 2000 წლამდე, მის მოსკოვში ცხოვრებას უკავშირდებოდა. 

გახარია ყველა დოკუმენტში ამტკიცებს, რომ 1994 წლიდან 2000 წლამდე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა - მთელი 6 წელი! 

თუმცა, იმის დასტურად,  რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, საკმარისია ის ფაქტიც, რომ პოლიტოლოგიის ფაკულტეტი უნივერსიტეტში 2008 წელს დაარსდა.

მე მოვიძიე უნივერსიტეტში ნაცნობები, რომლებსაც ვკითხე, შეეძლოთ თუ არა გაერკვიათ, გახარია გიორგი, ნამდვილად სწავლობდა თუ არა აღნიშნულ უნივერსიტეტში, თუმცა აქაც გავოგნდი.

სწავლობდა კი, თუმცა არა 6 წელი და არა 1994 წლიდან, არამედ, სულ რაღაც 2 წელი 1997 წლიდან 1999 წლამდე და ისიც, ფილოსოფიის ფაკულტეტზე“, - წერს რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე, რომელმაც წლების წინ დეტალურად შეისწავლა ცნობილი ქართველი განგსტერის, ოთარ კვანტრიშვილის მკვლელობა და ამ დანაშაულთან ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო კავშიებიც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...