1 9 : 1 1
 | 

მსოფლიო

"მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან"- ხაზარაძე

მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება.

„ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის დღევანდელი მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, რომელიც მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან, აღარ ვლაპარაკობ, რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ. იმიტომ, რომ ის ფაქტი, რაც ქართულ ეკონომიკას მიაყენეს ორი დღის განმავლობში ორი მილიონის სანაცვლოდ, ეს არის დანაშაული.

„მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას, ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებ მხოლო დიმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები