1 1 : 1 3
 | 

მსოფლიო

"მივმართავ, მამუკა ხაზარაძესა და მის ადვოკატებს, მოგვაწოდონ საქმის მასალები, რათა მეტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ"- ლომჯარია

მივმართავ, მამუკა ხაზარაძესა და მის ადვოკატებს, მოგვაწოდონ საქმის მასალები, რათა მეტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და მის ადვოკატებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ მის აპარატთან და მიაწოდონ საქმის მასალები.

ომბუდსმენის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ის შეხვდა როგორც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ხელმძღვანელობას და ორივე მხარის არგუმენტები აქვთ მოსმენილი.

„როგორც მახსოვს,  საქმეში მთავარი პრეტენზია ეროვნულ ბანკს ხაზარაძის მიმართ, რომ ტრანზაქციების დროს ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო რეგულაციების დარღვევას და მაშინ საუბარი არ ყოფილა ბანკის მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, დავინტერესდები, რამდენად ჩანს ამ სავარაუდოდ, ინტერესთა კონფლიქტში დანაშაულის ნიშნები, რაც ეხება ფულის გათეთრებას თუ არარეგალური შემოსავლების მიღებას და რამდენად არის მტკიცებულებები, რომ ეს შეიძლება, ყოფილიყო მძიმე დანაშული, რასთან მიმართებაშიც აქვთ წარდგენილი ბრალი.

ნამდვილად აღძრავს ეს საქმე შეკითხვებს; რატომ დღეს როდესაც ეს ტრანზაქცია განხორციელდა 11 წლის წინ, საიდან დაიწყო და პრინციპში ვიცით, ვისი მოთხოვნითაც დაიწყო მოკვლევა ამ საქმესთან დაკავშირებით. თავდაპირველად ეს იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახური, თუმცა საიდან გახდა მათთვის ცნობილი, ან რატომ დაინტერესდნენ 10 წლის შემდეგ ამ ტრანზაქციით, ეს მე როგორც საზოგადოების ნაწილს, მაინტერესებს. ხომ არ უკავშირდება ეს ხაზარაძის მიერ ირიბად გაცხადებულ პოლიტიკურ ამბიციებს. მივმართავ ხაზარაძესა და მის ადვოკატებს, ითანამშრომლონ ჩვენთან და მოგვაწოდონ საქმის მასალები, რათა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...