0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოპენჰაგენი ბათუმში - „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგი გრძელდება

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით კომპანია „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს. 25 ივლისს ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. როგორც სხვა ავტოგასამართი სადგურები, ახალიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში გამოგზაურებთ. სადგურის ვიზუალური გაფორმება ქალაქ კოპენჰაგენისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეიცავს. ჭრელი სახლები, გემები და ვიწრო არხები სადგურის დიზაინში დანიის ყველაზე პოპულარული ბრენდის, „ლეგოს“ ელემენტებითაა გამოკვეთილი. განახლებული ავტოგასამართი სადგურის გახსნას სპეციალურად მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე გამოფენილი იყო უკვე რებრენდირებული სადგურებისა და დაგეგმილი პროექტების ამსახველი ფოტომასალა. სტუმრებს ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ უმასპინძლა. ბათუმში, კოპენჰაგენის ავტოგასამართ სადგურზე ნებისმიერი სახის მაღალი ხარისხის საწვავის მიღების გარდა, ელექტრომობილების დატენვასაც შეძლებთ. სადგურზე 2 სწრაფი და 1 ჩვეულებრივი დამტენია დამონტაჟებული. კოპენჰაგენი „სოკარის“ მეხუთე რებრენდირებული სადგურია. დანარჩენი 4 განახლებული სადგური რომში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და გლაზგოში გამოგზაურებთ. ავტოგასამართი სადგურების გაფორმებაზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს. „სოკარის“ კრეატიული კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება. UEFA-ს ინიციატივით, ეს ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. გლობალურ ღონისძიებებში კომპანია „სოკარიც“ ჩაერთო. კამპანიის ფარგლებში, მთლიანობაში 11 ავტოგასამართი სადგურის ახლებურად გაფორმებაა გათვალისწინებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს. 2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება. „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...