1 1 : 5 2
 | 

მსოფლიო

"საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა..მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას.."

"საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა..მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას.."- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს:

"სოციალურ ქსელებში მიმდინარე ახალგაზრდების დისკუსიას ყურადღებით ვაკვირდები. მინდა იცოდეთ, თითოეული თქვენთაგანის აზრი, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩემს ან ჩემი გუნდის მიმართ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის. თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა. თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს - რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვეთაგანი, რიგითი ჯარისკაცი.

თქვენ შეიძლება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა. შეიძლება ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრებები, მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლოს ტრადიცია, აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს, ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამინებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან "პარტაქტივი", ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები.

მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია. პარტიულ და პოლიტიკურ კამათს ყოველთვის მოვასწრებთ იმ არჩევნებში, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება ექნება და ივანიშვილი ვეღარ გააყალბებს.

ყველაფერი კარგად იქნება.

ძალა ერთობაშია!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...