1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პოლიციელებსაც კი არ ენდობა ოლიგარქი და რუსული კალაშნიკოვებით შეიარაღებული პირები ჰყავს აყვანილი დაცვად"

შეკვეთილში, უკვე ერთი თვეა, 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგყოველ საღამო აქცია იმართება.  ძირითადი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.  

რაც შეეხება აქციას - "გააღვიძე ოლიგარქი", ის ყოველ საღამოს, ათ საათზე იწყება და გვიანობამდე გრძელდება.

 როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ბესო ქათამაძე itv.ge-თან ამბობს, აქციის წევრებზე მუდმივი ზეწოლა მიმდინარეობს. თითქმის ყოველ დღე,  აქციის ათამდე  წევრს რამდენიმე საათიან დაკითხვაზე იბარებენ.

მისივე თქმით, ოლიგარქს იმდენად ეშინია მშვიდობიანი საპროტესტო აქციის, რომ პოლიციასაც კი  არ ენდობა და დამატებით, რუსული შეიარაღებით აღჭურვილი პირები ჰყავს აყვანილი დაცვის წევრებად.

itv.ge: როგორც ვიცით ინტენსიურად იბარებენ დაკითხვაზე ყველა იმ პირს, ვინც შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან აქციებს მართავს...

ბესო ქათამაძე: შეკვეთილში თვეზე მეტია უკვე ივანიშვილის სახლთან მიმდინარეობს აქცია „გააღვიძე ოლიგარქი!“.. თავად არ თქვა? იმ დროს, როცა  ახალგაზრდებს ესროდნენ რუსთაველის გამზირზე, მეძინაო..

ახლა მოიფიქრეს ახალი რაღაც: ერთ პირზე  სიმბოლურად, 5-ჯერ რეკავენ 112-ში და ეუბნებიან, რომ ხმაურობენო. უხმაურო აქცია სადმე გინახავთ? აქედან გამომდინარე, დაიწყეს მასიური დაბარებები, ყოველ მეორე დღეს, ათამდე აქციის მონაწილეს იბარებენ

- თქვენც დაბარებული ხართ?

- დღეს საღამოს, 6 სთ-ზე მეც ვარ  დაბარებული პოლიციის დეპარტამენტში ჩემს მეგობრებთან ერთად, ანუ მათთან , ვინც აქციაში იღებს მონაწილეობას

 გუშინ ბრალიც წაუყენეს ელგუჯა ბაგრატიონს, რა საფუძვლით?

- 187-ე მუხლით, ანუ სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლით წაუყენეს ბრალი. შეკვეთილში  ოთხ ლოკაციაზე კარვები არის გაშლილი, კამერა პირდაპირ ღობეზე გადმოუგდეს, ხან იძინებენ , ხან დგებიან და პირად სივრცეში დაუყენეს ეს კამერა, თან დამაგრებულიც არ იყო. მოკლედ, ღობიდან გადაიკიდა ეს კამერა, დაზიანება არ მიუღია, მაგრამ მოვიდნენ, ჩაჭრეს და დაასურათეს.. ანუ გააყალბეს ეს საქმე მთლიანად.

-  ხომ არ ფიქრობთ რომ ზეწოლის მიზეზი ისაა რომ ყოველდღიურად უფრთხობთ ძილს ოლიგარქს?

- ოლიგარქს ძილს ვუფრთხობთ ახლაც და მომავალშიც ასე ვაპირებთ ,მანამ, სანამ სისხლიანი ჯალათი, გახარია არის მინისტრი

- აპირებთ აქციების შეწყვეტას?

- უკან დახევას არ ვაპირებთ, არ გვიცნობენ ეტყობა კარგად, კომპრომისსზე წასვლას არ ვაპირებთ, არც დაჭერებით და არც დაკითხვებზე  რამდენიმე საათიანი დაბარებებით

 - ბრონირებული შუშები რატომ მოიტანეს ივანიშვილის სახლთან?

- ივანიშვილი ცდილობს სრულ იზოლაციაში მოექცეს და თავი დაცულად იგრძნოს. მას ჰგონია, რომ  ვინმე მივა და ქვას ესვრის, მაგრამ ძალიან ცდება. ჩვენ მისეული მეთოდებით-ქვების და კვერცხების სროლით არ ვაპირებთ ბრძოლას ..

 მშვიდობიანად გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. ის რუსი ოლიგარქია და მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, როგორც ცხოვრობდა რუსეთში , კრიმინალური მეთოდებით უსწორდებოდა ვიღაცებს, ფიქრობს, რომ ჩვენ, ახალი თაობა, 9 აპრილის შემდეგ დაბადებული თაობაც  ასე გავაგრძელებთ ბრძოლას, თუმცა ძალიან ცდება..

ვინ იყო ავტომატიანი პირი, რომელიც აქციის მონაწილეებს მიუვარდა?

რუსული იარაღით შეიარაღებული პირები იცავენ ოლიგარქს, მე იმ ღამეს იქ ვიყავი და თავადაც ვნახე.  რუსული კალაშნიკოვებით არიან შეიარაღებული და ისე მოძრაობენ პერიმეტრზე.

წარმოიდგინეთ, პოლიციელებსაც კი არ ენდობა ოლიგარქი, იმიტომ, რომ 50-ზე მეტი პოლიციელი იყო მის სახლთან  და მიუხედავად ამისა, დამატებითი პირები ჰყავდა მოყვანილი დასაცავად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...