2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ

ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორიაა მთელი საქართველოს არსებობის მაძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომიდან 11 წლის გასვლას.

როგორც სოციალურ ქსელში საკუთარ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი აცხადებს, 2008 წელს მთელი საზოგადოება ერთ მუშტად შეიკრა და დაიცვა ქვეყანა.

„დღეს სრულდება 11 წელი, მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი დაესხა თავს სრულმაშტაბიანად საქართველოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.

ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მაძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავისი ქვეყანა.

ეს არის ნამდვილი გმირობა, იმიტომ რომ 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით“, - აცხადებს სააკაშვილი და იქვე დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილის  ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში პუტინის ომის გაგრძელებაა.

„ის, რაც ჩვენ მოვახერხეთ 2008 წელს, რომ გადავარჩინეთ საქართველო, პოლიტიკოსებმა ვეღარ მოვახერხეთ 2012 წელს და 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით მოვიდა ივანიშვილი. ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ივანიშვილის მიზანია საქართველოს ეკონომიკური განადგურება, საქართველოს და ხალხის მასობრივად გაყრა უცხოეთში, დემოკრატიის ნიშანსვეტის მოსპობაც ამავე დროს. მარტო ის რად ღირს, რომ ივანიშვილი და მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ისინი ამას ამ წუთებშიც, როცა ამას ვლაპარაკობ, აგრძელებენ ამ ძალისხმევას თავისი ლობისტების და თავისი შიდა გამოძიების ორგანოების მეშვეობით. ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება.

ამგვარად, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საბოლოო გამარჯვება იქნება საქრათველოს გამთლიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რა თქმა უნდა, მე კარგად მახსოვს ყოველი გოჯი ქართული მიწის, ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც გაანადგურეს ოკუპანტებმა.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, ამ შიდა მე-5 კოლონის, ამ მტრის, „ნამესნიკის“ ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან. ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები, მე მინდა მათ მივესალმო, მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, ვინც დაკარგა მხედველობა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ არ დაიხია უკან, ვინც დაკარგა თავისუფლება, ახლა იმყოფება ციხეებში - ყველაფერი გამოგვივა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს შინდისის გმირების სისხლი, ანწეუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...