1 6 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე - ანა დოლიძე

ამ წუთებში იუსტიციის საბჭოს წევრები კიდევ ორ კანდიდატთან გასაუბრებას იწყებენ. ესენი არიან: თეა ძიმისტარაშვილი და ალექსანდრე წულაძე. 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭომ 20 უნდა შეარჩიოს და სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნოს.

საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე პროცესის მიმდინარეობას კვლავ მკაცრად აკრიტიკებენ. ჯანეზაშვილის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, კენჭისყრის პროცედურაა.

"ჩემთვის ამ დრომდე უცნობია როდის ჩატარდება კენჭისყრა, როგორც ჩანს კაბინეტებში აპირებენ ისევ რომ გადაწყვიტონ ეს საკითხი, თვითონ შეთანხმდნენ ერთმანეთთან როდის იქნება კენჭისყრა და წინა ღამეს გვითხრა,ნ როგორც ეს გააკეთეს დეკემბერში და არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი რაღაცეები. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ კენჭისყრაზე შეთანხმება მოხდეს აქ, გათვალსიწინებული იყოს ყველას პოზიცია და გავიგო ბოლოსდაბოლოს როდის იქნება კენჭისყრა,"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი კი კენჭისყრასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს პასუხობს და აცხადებს, რომ შესაძლოა ის უახლოეს დღეებში, ან სექტემბერში, შვებულებების შემდეგ ჩატარდეს. 

"სპეკულირებენ ამ თემით, როდესაც გასაუბრებას დავასრულებთ, ეს მოხდება ხვალ საღამოს რა თქმა უნდა მთელი შემადგენლობით ვიმსჯელებთ კეჭისყრის თარიღის განსაზღვრაზე,"-აცხადებს გვრიტიშვილი.

ანა დოლიძე კი ხაზს უსვამს გასაუბრებების დასასრულს გამოკვეთილ ტენდენციას და აშკარა ნეპოტიზმზე საუბრობს.

"პროცესმა თან გვიჩვენა რომ როგორც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები, სასამართლოც არის ნეპოტიზმის ბუდე. თითქმის ყველა კანდიდატი, რომელიც არის აქ მოსამართლე უკავშირდება თავისი გვარით, ნათესაობით, ამხანაგობით, კურსელობით სასამართლოს თანამშრომლებს, ეს ვითარება არის სავალალოდ ა ხელს უშლის ნორმალური, შრომისმოყვარე და კომპეტენტური კანდიდატების დაწინაურებას. ეს ბუდე ადრე თუ გვიან უნდა დაინგრეს,"-აცხადებს ანა დოლიძე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...