0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ეს ფილმი არის რუსული დავალება და ის ამზადებს საფუძველს..." - მიხეილ სააკაშვილი "იმედზე" გასულ ფილმზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "იმედის" დოკუმენტურ ფილმს ეხმაურება, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში წინა ხელისუფლება არის დადანაშაულებული და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ბრალეულობა უკანა პლანზეა გადატანილი.

მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულად აფასებს ფილმის შინაარს და უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, რომ თითქოს მან ომი მხოლოდ იმის გამო დაიწყო, რომ პოლიტიკური სიტუაცია შერყეული ჰქონდა.

"მე, ჯერჯერობით, ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია. მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილი არის კლინიკურ იდიოტებსა და უბრალოდ სკლერიოზიან ადამიანებზე.

„2007 წელს მართლაც ჩვენს წინააღმდეგ იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი არჩევნები, ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ, რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში. ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა შესაძლებლობა შიდა დესტაბილიზაციის, პროვოკაციების, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა. ჩვენ კი არ დავესხით მათ თავს იმიტომ, რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, მან გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა, ეს არის სიმართლე", - ამბობს სააკაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნული ფილმის შექმნის ინიციატორები პუტინთან არიან კავშირში და რუსულ დავალებას ასრულებს.

„მე იმათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს ჰგონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება. ხაბურძანია იყო პუტინის კაცი, პუტინმა ეს მე მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი, ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე, როგორც ამ დღეებში აქტიურობს, ის იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში ჩანერგილო, ასევე კაგებეშნიკ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო კგბ-ს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში, ეს ვიცით ყველამ და ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს არის რუსული დავალება", - ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი იმ მთავარ მიზნებზე საუბრობს, რაც ამ ფილმს აქვს. მესამე პრეზიდენტის თქმით, იგეგმება ჰააგის სასამართლოში ქართველი ჯარისკაცების გასამართლება, რის გამოც საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურს ივანიშვილის ხელისუფლებას.

ამას გარდა, ფილმის ერთ-ერთ მთავარ მიზნად, მიხეილ სააკაშვილი პუტინის განზრახვას ასახელებს, რომელსაც შიდა ქართლის ანექსია სურს.

"ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი - რუსეთი ამზადებს საფუძველს, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ბრალი, წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, უნდა აჩვენონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს არის ქართული საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი ეს არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, სინამდვილეში, შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოო მიტაცება, ეს არის, რისთვისაც ისინი ემზადებიან და რისთვისაც არის ეს ფილმი გაკეთებული. ამგვარად, მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცებს ივანიშვილი და მისი პატრონები ჩვენ უკვე ასე ადვილად ვეღარ გვახვევენ თავს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...