0 9 : 5 1
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

20 აგვისტო, 2019-  Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს  2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო  STP (Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. 
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისათვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე,   ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და  ტრანზაქციების  რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული  STP პროცესებისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...