1 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება ლარის გაუფასურებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ის პროცესი განმარტა, რამაც ბოლო თვეებში ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი. მისი თქმით, ძირითადი მიზეზი მაინც მოლოდინები იყო, რომელიც შეიქმნა. 

“თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საგარეო შოკი საქართველოსთვის გამოიხატა ავიასანქციების და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, რამაც კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. 

კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ, რადგანაც ბევრი ინფორმაცია იყო, რომ თუ ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, მაშინ რა ხდება?! 

როდესაც მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება, ისინი, ვისაც უცხოური ვალუტა ჰქონდათ გასაყიდი, თავს იკავებდნენ გაყიდვისგან უფრო მაღალი კურსის მოლოდინით. ხოლო უცხოური ვალუტის მყიდველები, მომავალში კურსის გაუფასურების შიშით უფრო აქტიურად იწყებდნენ შესყიდვებს, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ კურსი გაუფასურდებოდა. 

ანუ თავიდანვე, მიუხედავად იმისა, რა შედეგი იქნებოდა ივლისში ან თუნდაც აგვისტოში, ეს მოლოდინების არხი ამოქმედდა. ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ მცურავი გაცვლითი კურსი არის ზუსტად ის გაცვლითი კურსი, რომელიც ასეთ შოკებზე აკეთებს რეაგირებას და შოკებს შთანთქავს. და როგორ აკეთებს ამას? 

ჩვენ ვხედავთ, რომ კურსის გაუფასურების პარალელურად მცირდება მოთხოვნა იმპორტზე, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსი იმაზე უფრო მეტად უმჯობესდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. ასე, რომ გარკვეულწილად ეს აბალანსებს იმ დანაკლისს ტურიზმის შემოსავლებში, რომელიც ექნება ქვეყანას. 

რადგანაც სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლით კურსის მომავალ დინამიკაზე”,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...