0 2 : 3 1
 | 

მსოფლიო

თეგეტა კომფორტი

„თეგეტა მოტორსი“ - კომპანია, რომელიც მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და სთავაზობს მათ სერვისებს, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ საქართველოში, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ „თეგეტა კომფორტი“.  თუ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებთ ავტოსერვისში მისვლას, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ავტომობილის მომსახურებას სერვისცენტრში მისვლის გარეშე. „თეგეტა მოტორსი“ „თეგეტა კომფორტის“ ფარგლებში გთავაზობთ პერსონალური მენეჯერის მომსახურებას, რომელიც მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. კომპანია ავტომობილზე სრულად არის პასუხისმგებელი და აღსანიშნავია, რომ ავტომობილი ტრანსპორტირების დროს დაზღვეულია. პერსონალური მენეჯერი სატელეფონო კომუნიკაციით დეტალურად მოახდენს თქვენს ინფორმირებას ავტომობილის მდგომარეობის და საჭირო სერვისის შესახებ. 

„თეგეტა კომფორტი“ აერთიანებს 5 სერვისს: კომფორტ მომსახურება -  გულისხმობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებას და სრულ ავტოსერვისს; აკუმულატორის ადგილზე მიტანა-მონტაჟის მომსახურება - თეგეტას პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას უზრუნველყოფს აკუმულატორის მოტანას და მონტაჟს; ავტომობილის ჩანაცვლება - სერვისის სარგებლობისას, თქვენ შეგიძლიათ იქირაოთ ალტერნატიული ავტომობილი, ვიდრე თქვენი ავტომობილი შეკეთდება; ავტომობილის დაქოქვა  - თუ მოულოდნელად ავტომობილი ვერ დაქოქეთ, შეგიძლიათ გამოიძახოთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი, რომელიც  დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში; ადგილზე ვულკანიზაციის სერვისი - თუ თქვენი ავტომობილის საბურავი მოულოდნელად დაზიანდა, თქვენ კი საბურავის გამოსაცვლელად საჭირო ხელსაწყოები არ მოგეპოვებათ, ან უბრალოდ არ იცით, როგორ შეცვალოთ საბურავი, გამოიძახეთ თეგეტას პერსონალური მენეჯერი და ის დაგიმონტაჟებთ სათადარიგო საბურავს.

 

თეგეტა ერთგულ მომხმარებლებს ასევე სთავაზობს TEGETA CARD-ს (CLASSIC, SILVER და GOLD), რომელიც წარმოადგენს ლოიალობის ბარათს და რომლის მეშვეობითაც თეგეტა მოტორსის ქსელში ნებისმიერი პროდუქტის და სერვისის შეძენისას დახარჯული თანხის ნაწილი, ქულების სახით დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. დაგროვებული ქულებით შეგიძლიათ ჩაერთოთ სხვადასხვა ტიპის აქციებში ან შეიძინოთ პროდუქცია თეგეტას ქსელში. ბარათი კლასიკის აღება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს სრულიად უფასოდ და მისი მფლობელები მიიღებენ 10%-იან ქეშბექს, ვერცხლის ბარათი მომხმარებელს გადაეცემა 500 ლარის დანახარჯის შემთხვევაში და მისი მფლობელები მიიღებენ 15%-იან ქეშბექს, ხოლო ოქროს ბარათი გადაეცემა 1 500 ლარის შენაძენზე და მისი მფლობელები მიიღებენ 20%-იან ქეშბექს.

თეგეტა ქარდის მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ თეგეტას ონლაინ სერვისით - "ჩემი ავტომობილის ისტორია", რომელიც  წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას თეგეტა მოტორსის საცალო და კორპორატიული კლიენტებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ თვალყური ადევნონ და ანალიზი გაუკეთონ თეგეტა მოტორსში თავიანთ დანაზოგებსა და ხარჯებს, ასევე ონლაინ მიიღონ შეხსენებითი შეტყობინებები მათი ავტომობილისათვის საჭირო სერვისების შესახებ. mycarhistory.ge -ზე შესრულებული ყოველი ოპერაცია, ავტომატურად ინახება "ჩემი ავტომობილის ისტორიის" ვებ პლატფორმაზე. აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და თითოეულ მომხმარებელს მათთან წვდომა მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ შეეძლებათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...