0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოძრაობა „ლელო“-ს განცხადება რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ მორიგი აგრესიის აქტზე

როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება, დააფინანსოს აფხაზეთის ე.წ. არმიის მოდერნიზაცია.

რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. კრემლის ბოლო გადაწყვეტილება - გააძლიეროს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო პოტენციალი, კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთის ამოცანაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სრული სამხედრო ექსპლუატაცია, მათ შორის ადგილზე ფეთქებადსაშიში ტენდენციის შენარჩუნების და მილიტარისტული განწყობების გაძლიერების გზით.

აღნიშნული ქმედება არის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტი და საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა. ყოველივე ზემოაღნიშნულს კი სათანადო პასუხი არ გაეცა საქართველოს მთავრობის მხრიდან. მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს არაეფექტიან, შემგუებლურ და შედეგობრივად ხელშემწყობ პოლიტიკას, არ იყენებს დიპლომატიის არცერთ ბერკეტს. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ ამ ფაქტის შესახებ პოლიტიკურად არასათანადო დონის განცხადებები გააკეთა, რაც მიანიშნებს, რომ მას არ სურს და არ ძალუძს მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რუსეთის აშკარად გამოხატულ აგრესიულ აქტებზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამავე დროს, 2017 წლის აშშ-ს სანქციების აქტი, რომელიც სრული ორმხრივი პარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული აშშ-ს კონგრესში, იძლევა საშუალებას, ამოქმედდეს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ეს მოხდა ყირიმთან მიმართებით. 

ამასთან, ნათელია, რომ აქამდე არსებული არაღიარების პოლიტიკა ვერ პასუხობს რუსეთის დღევანდელ ქმედებებს და ფაქტობრივ ანექსიას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

- მთავრობის ხელმძღვანელის დონეზე დაგმოს კრემლის ბოლო გადაწყვეტილება აფხაზეთის სამხედრო შეიარაღების დაფინანსების თაობაზე;

- დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესაძლებლობების თაობაზე;

- გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესების პოტენციური შესაძლებლობების შესახებ;

- დაიწყოს მოლაპარაკებების აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოსთვის სპეციალური მოკავშირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტს:
- გამოიყენოს გაეროს მაღალი ტრიბუნა და ცალსახად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, წარმოაჩინოს რუსეთის მტრული და აგრესიული, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით;

- თავი შეიკავოს რუსეთის დელეგაციასთან ნებისმიერი, არაფრისმომცემი დიალოგისა და ორმხრივი შეხვედრის ფორმატისგან გაეროს ასამბლეის ფარგლებში და მის შემდგომ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...