0 3 : 2 9
 | 

მსოფლიო

ჯიშკარიანი მისი სამსახურეობრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია

საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი , რომელიც  თანამშრომლის მიერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაშია დადანაშაულებული ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ ჯიშკარიანი მისი სამსახურეობრივი სტატუსისა და მდგომარეობის გამო, ფსიქოლოგიური ბულინგის მსხვერპლია.

კუბლაშვილის განმარტებით, ის ქალთა მიმართ ძალადობას გმობს, თუმცა, მისივე თქმით, სხვის მიმართ ცრუ ბრალდებების გაჟღერებაც ძალადობაა.

"ამ საქმეში ჩემი ჩართვით მინდა მნიშვნელოვანი მესიჯი გავაგზავნო, რომ აუცილებლად დაგმობილი უნდა იყოს ქალის მიმართ გამოხატული ძალადობა და აგრესია, მაგრამ აქვე დავძენ, რომ ეს ცილისწამების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

აქვე, სოლიდარობას ვუცხადებ ძალადობის ყველა არსებულ თუ პოტენციურ მსხვერპლს. ცალსახად ვგმობ ძალადობას, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ცრუ ძალადობასაც და ძალადობის აპელირებასაც ვგმობ, ვინაიდან ესეც ძალადობაა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, ილია ჯიშკარიანი უდანაშაულოა და პროცესების გახსნილად წარმართვას მიესალმება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. იქიდან გამომდინარე, რომ ის კონკრეტული პარტიის წარმომადგენია, დეპუტატია, მაღალი რეპუტაციის მქონეა, მამაკაცია, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდა. მასაც აქვს თავისი უფლება და ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ. აუცილებლად დავამტკიცებთ მის უდანაშაულობას, ის შეუძლოდაა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავს იკავებდა კომენტარისგან.

მივესლმებით, რომ პროცესები ღია იყოს, დაველოდოთ გამოძიებას, ექსპერტიზის შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ მტკიცებულებებით ვისაუბროთ და ცალ-ცალკე ცილისწამების რეჟიმში კი არა, მტკიცებულებებით, ფაქტებით, ექსპერტიზის დასკვნებით ვიმსჯელოთ", - ნათქვამია კუბლაშვილის განცხადებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:40

    ვიდეოკადრები დატბორილი ვენეციიდან...

    13 ნოემბრის ღამეს ძლიერი წვიმის გამო ვენეციაში წყლის დონემ ბოლო 50 წლის მონაცემებით რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია. დატბორილია სან-მარკოს მოედანი, რომელიც ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარეობს.ვენეციის არხების ...

  • 10:23

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დ...

    პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგ...

  • 13:38

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს...

    "ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს - გამოცემა "ნიუსვიკის" ინფორმაციით, ალ ბაღდადის ადგილს სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი აბდულა ქარდაში დაიკავებს. ქარდაში ბაღდადმა აგვისტოში...

  • 17:38

    წყალდიდობის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი...

      იტალიაში უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიამ განსაკუთრებით ქალაქი რიოალბარა დააზიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა სატრანსპორტო მოძრაობის პარალ...

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...