1 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ვარდისფერი მსვლელობა გაიმართა

15 ოქტომბერს,  ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, „ევროპა დონა საქართველოსა“ და Pink Space - ვარდისფერი სივრცის ორგანიზებით თბილისში თავისუფლების მოედანზე ვარდისფერი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მონაწილეებმა ტრანფარანტებით #ძუძუსკიბოგანაჩენიარარის  ფლეშ მობი მოაწყვეს.

მსვლელობის მიზანს, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების  შესახებს ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობა წარმოადგენდა. მსვლელობაში მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომანოების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც  კიდევ ერთელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალაბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის ბოლოს სიმბოლურად ჰაერში ვარდისფერი ბუშტები გაუშვეს.

მნიშვნელოვანია, რომ  „ვარდისფერი ოქტომბერის“ ფარგლებში 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება სამუშაო შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, რომელსაც დაესწრებიან პაციენტები, ექიმები, მერიის ჯანდაცვის სამსახურის, თბილისის საკრებულოს და ჯანდასცვის სამინსიტროს წარმომადგენლები.

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმაინება.  სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება  , კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში , სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება  ოქტომბრის აქტივობას:Coca-Cola , KFC , ბენზოგასამართი სადგურები , სასმელების მწარმოებელი კომპანიები და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დასახმარებლად.  „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია.

„ძალიან გაახალგაზრდავდა  დაავადება, სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29   წლის  პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება, რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. აღნიშნული მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გასმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი  ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

„ვარდისფერი მსვლელობა“ იყო მათთვის, ვისთვისაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესია!!!!!

კიბო განაჩენი არა არის! დროულად ჩატარებული კვლევა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენი ხმა მსოფლიოს! ძალა სწორედ რომ ერთობაშია!  ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის განსაკუთრებით, ვინც ეხლა იწყებს ამ რთულ ბრძოლას! - ეს ის შეტყობინებებია, რომლებსაც „ვადისფერი სივრციდან“  პაციენტები თუ ყოფილი პაციენტები ყოველდღე უთვლიან მათ, ვისაც მათი თანადგომა ხელეწიფება!

„ლამაზი , ფერადი და სიცოცხლით სავსე დღე იყო ჩემთვის. გამოვხატეთ სოლიდარობა ყველა ქალბატონის მიმართ , ვინც ამ ბრძოლაშია, თუმცა ეს ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა .
ეს იყო დღე ბევრი ღიმილიანი სახით, ბევრი დადებითი მუხტით, ბევრი ჩახუტებით , ბევრი თბილი და ტკბილი სოტყვით - რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის - ადამიანებისთვის , და რაც ხშირად ფრთებსაც კი გამოგვასხავს ხოლმე და ყოვლისშძლეებს გვხდის ! ადამიანი ადამიანისთვის დღეა - დოჩანაშვილმა თქვა , ეს სიტყვები თავისი სიგრძე სიგანით ჩემი მკურნალობის პერიოდში შევიგრძენი, მაგრამ დღეს ეს შეგრძნება ისევ მეწვია, ახლა უკვე სხვა სტატუსით - გამარჯვებული ქალის სტატუსით ვამბობ ამას. შესაბამისად,  მნიშვნელობაც გაცილებით ღრმა აქვს ამ სიტყვებს,“ - აღნიშნა თამარ დუნდუამ, რომელმაც საკმაოდ პატარა ასაკში ვერაგი დაავადება დაამარცხა და თავისი შემართებით მისაბაზი გახდა.

 „ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”_ს , რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-s მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები,  ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.  "ევროპა დონა "  ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში.

ძუძუს კიბო განაჩენი არ უნდა იყოს! ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე!!!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...