1 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნაცვლიშვილი: "ველი როდის დააანონსებთ, რომ “პროგრეს ბანკის” თემაზე მოწმედ დაიბარეთ …. ივანიშვილი და ჩართეთ ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები"

ველი როდის დააანონსებთ, რომ “პროგრეს ბანკის” თემაზე მოწმედ დაიბარეთ …. ივანიშვილი და ჩართეთ ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები - წერს სოციალურ ქსელში, “ლელოს” სპიკერი და იურისტი ანა ნაცვლიშვილი.  

“მაშ ასე, აღმოჩნდა, რომ
– ბიუჯეტის, ანუ თქვენი და ჩემი ფულით, საქართველოს პროკურატურა ქირაობს საერთაშორისო ექსპერტებს.
– არავინ ვიცით, როგორ და რატომ შეირჩა ეს ორი ადამიანი, მსოფლიოში არსებულ ათასობით ექსპერტს შორის?
– არ ვიცით, რა პირობებით არიან ისინი დაქირავებულები?
– არ ვიცით, რა ნიშნით ხდება მათი ჩართვა ან არ ჩართვა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ე.წ. დასკვნის მოსამზადებლად? რამე გაწერილი წესი არსებობს თუ ერთი კაცის თითის გაწკაპუნებით ხდება ეს ამბავი?
-არ ვიცით, რატომ არ იყვნენ ისინი ჩართულები 20-21 ივნისის საქმის გამოძიებაში, თვალების დათხრის, დათვის ტყვიების და, რაც მედიით გავიგეთ ორი დღის წინ, სავარაუდოდ – ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების საქმეზე მომიტინგეთა წინააღმდეგ;
– არც ის ვიცით, არიან თუ არა, და თუ არა- რატომ არ არიან ჩართული ექსპერტები სარალიძის, მაჩალიკაშვილის, კერზაიას, სავარაუდოდ პოლიციელების მიერ გატაცებული და კრიმინალებისთვის ცხვარივით ჩაბარებული მოქალაქის საქმეში; ან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან დღისით-მზისით გატაცების საქმეში;
– არ ვიცით, რატომ არ არიან ეს ექსპერტები ათობით იმ ადამიანის საქმის გამოძიებაში ჩართულები, ვინც წლებია ელოდება სამართლის რაიმე ნიშანს მაინც!!! მოკლული, ნაწამები, ქონებაჩამორთმეული ადამიანების საქმეები, მტვერი რომ დაედო პროკურატურაში.
– ეს არ ვიცით! არც ღირსად გვთვლიან, რომ გვითხრან რაში და რატომ ხარჯავენ ჩვენს ფულს და რაც ასჯერ უფრო მნიშვნელოვანია – რის საფუძველზე მოქმედებენ ჩვენი, საქართველოს სახელით!

– მაგრამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმით გავიგეთ, რა ხდება სინამდვილეში! აი ამ საქმეში, ჩაურთავთ ეს ექსპერტები და მოუმზადებიათ ე.წ. დასკვნა. ეს ე.წ. დასკვნა კარგა ხანია დაიწერა, მაგრამ პროკურატურამ გუშინ გაასაჯაროვა, “შავ ზღვაზე აშშ-ს რა ესაქმება” საუბრის შინაარსის გასაჯაროვების და ანაკლიის პროექტზე ჩანიშნულ პრესკონფერენციამდე 5 წუთით ადრე, შემთხვევით მაგრამ, საკითხი აქ არ მთავრდება.
– გაასაჯაროვეს არასრული ე.წ. დასკვნა!
გარდა იმისა, რომ ამ დოკუმენტის საქმეზე დართვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, საინტერესოა შემდეგი პიკანტური “დეტალები”:
– დოკუმენტის დასაწყისში (რომელიც პროკურატურას არ გამოუქვეყნებია) გაცხადებულია, რომ ეს ორი ექსპერტი
ა. არ იცნობს ქართულ ენას ბ. შესაბამისად დაეყრდნენ მხოლოდ პროკურატურის მიერ მიწოდებული მასალების (და არა საქმის სრული მასალების) თარგმანს. ( ვინ და როდის თარგმნა 29 ტომიანი საქმე არ ვიცით, არც ის, როგორ თარგმნა.) გ. ექსპერტები არ იცნობენ ქართულ კანონმდებლობას და არ არიან სპეციალისტები ამ მიმართულებით.

ექიმმა რომ გითხრათ, არც თქვენი ენა მესმის, არც თქვენი ავადმყოფობის სპეციალისტი ვარ, მაგრამ რაკი ფულს მიხდით, რამე წამალს მაინც გამოგიწერთო, ენდობით ჰო? ასეა ეს ამბავიც.

აი, რატომ აკეთებთ ამას, რატომ?!
მართლა ჩალით გინდათ დახუროთ ჩვენი ქვეყანა ?!

გამობრძანდით ახლა და საზოგადოებას ჩააბარეთ ანგარიში, რას და რაში უხდით ამ ექსპერტებს ბიუჯეტის ფულს, არავითარი დუმილი, საჯარო უნდა იყოს ეს ინფორმაცია!

ასევე ველი ინტერესით, როდის დააანონსებთ, რომ “პროგრეს ბანკის” თემაზე მოწმედ დაიბარეთ …. ბიძინა ივანიშვილი და ჩართეთ ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტები.

პ.ს. ტროლები და ოცნების აქტივისტები არ შეწუხდეთ კომენტარებით, თქვენც შიშვლები ხართ და თქვენი მეფეც”, – წერს ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...