1 9 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას დეპუტატებმა 85 ხმით მხარი დაუჭირეს. გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

კენჭისყრამდე, გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა. კომიტეტის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილმა ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და უწყების შემდგომი საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე, დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას 11 ხმით მხარი დაუჭირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები