1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხმალაძე: "საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს "

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ  მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„ბოლო წლების განმავლობაში მეტროში მუდმივად ხდება ნაკადების ზრდა. ეს კონკრეტულ მოვლენას არ უკავშირდება. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური ფაქტორი, რაც იწვევს უფრო მეტ მგზავრობას. ჩვენი რეაგირება გამოიხატება იმაში, რომ იზრდება მეტროში შემადგენლობების რაოდენობა. კახა კალაძის დაპირება იყო 12 შემადგენლობის დამატებაზე, რაც წლის ბოლომდე დამატებული იქნება. 10 უკვე დამტებულია. ეს არის უფრო დიდი რაოდენობით მგზავრის გადაყვანა. გარდა ამისა, ვმუშაობთ მიწისზედა მეტროს შესახებ, მაგრამ უფრო მეტი პოტენციალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდის გვაქვს მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებში. დიდი რაოდენობით ავტობუსები ჩამოსულია და წლის ბოლომდე 200 ერთეული ჩამოვა. მომავალ წელს კი კიდევ 200 ავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც მუნიციპალიტეტმა გაატარა და ამის კი არ უნდა შეგვეშინდეს, უნდა გაგვიხარდეს იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა. ვერ ვიტყვით, რომ მერია ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. დღევანდელ ნაკადებს მეტრო აუდის, მაგრამ პრობლემა არის ერთ კონკრეტულ სადგურზე, რომელიც გადასაჯდომია ერთი ხაზიდან მეორეზე და იქ არის პიკის საათებში გადატვირთულობა. პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოხმარება გაიზარდოს სწორია და რაც მთავარია, შედეგიანი გამოდგა ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებები",- განაცხადა ხმალაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...