0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ დავიცვათ უსაფრთხოება ბუნებრივ აირზე მომუშავე აპარატების გამოყენებისა და მონტაჟისას

ტემპერატურის კლებასთან ერთად, აქტუალური გახდა ბუნებრივ აირზე მომუშავე  გათბობის სისტემების სწორად გამოყენება და მონტაჟი. სამწუხაროდ, ყოველ სეზონზე გაუმართავი სისტემების და არასწორი მონტაჟის გამო, ხშირია უბედური შემთხვევები, რომლებიც ხშირად ფატალურადაც სრულდება. აუცილებელია, ყველა სისტემის სწორად, პროფესიონალების მიერ დაყენება და შემდგომში მათი სწორად მოვლა. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ხელოსანზე და თვითონ გათბობის პროდუქტზე ეკონომიის გაკეთება, შესაძლოა, თქვენთვისაც და თქვენი მეზობლისთვისაც ტრაგიკულად დასრულდეს.

რჩევებისათვის ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიას“ სპეციალისტს მივმართეთ. მისი განმარტებით, გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების გამოყენებისას შესაძლებელია, სათავსოში მომწამლავი გაზის, CO-ს გამოყოფა. იგი უფერო, უსუნო, უგემო, ძლიერ მომწამლავია. გარემოში CO-ს 0.5% შემცველობა 20-30 წთ-ში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1% შესუნთქვისას 1-2 წთ-ში იწვევს სიკვდილს. ხოლო სათავსოში გაზის 5-15% დაგროვებისას წარმოიქმნება ფეთქებადსაშიში ნარევი.

უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევა  საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მას, ვინც იყენებს ამ დანადგარს, არამედ საშიშია მისი გარემოცვისთვის - გაზის აფეთქების შედეგად შეიძლება დაზიანდეს მთლიანი შენობა.

აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორები:

 

· ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც მოიხმარს გაზს, აუცილებლად უნდა დაამონტაჟოს კვალიფიციურმა ხელოსანმა;

· ნებისმიერი დახურული სივრცე, სადაც უნდა დამონტაჟდეს გაზის აპარატი, აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს, ანუ უნდა ჰქონდეს სარკმელი, საიდანაც შემოვა სუფთა ჰაერი;

· გაზის დაერთება უნდა მოხდეს მეტალოპლასტმასის გაზის მილით, რომელიც არის ღია ადგილებზე სპეციალური იზოლაციით დაცული, ხოლო თუ ხდება სილიკონის მილით დაერთება, მილი უნდა იყოს ერთიანი, გადაბმების გარეში,წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს მთლიანი მილი და დაერთების წერტილები აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს მეტალის ცალუღით;

· გაზის  გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე აუცილებლად შეამოწმეთ მათი სავენტილაციო და საკვამლე მილი,  რომ აუცილებლად არის ღია და მასში მოხდება ცივი და ცხელი ჰაერის შეუფერხებელი მოძრაობა;

· გამათბობლის ან წყალგამაცხელებლის ჩართვამდე, თუ მისი ბოლო ჩართვიდან  მინიმუმ, 1 თვეა გასული, აუცილებლად შეამოწმეთ მისი სავენტილაციო და საკვამლე მილი, რათა ცივ და ცხელ ჰაერს არ ჰქონდეს შეფერხება (ხშირია ჩიტის ბუდეები ან პოლიეთილენის პარკით გამოწვეული ჰაერის შეფერხება, რაც ფატალურ შედეგს იწვევს);

· შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დაუკავშირდით შესაბამის გაზის მომწოდებელ კომპანიას;

· გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს შემოწმება გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;

· გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ხშირად გაანიავეთ სათავსო;

· გაზზე მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი მოწყობილობის მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღებსოთახიდან და ნამწვის  გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით, აკრძალულია, ნებისმიერ მოწყობილობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორი კამერა, რაც ნიშნავს, რომ სავენტილაციოდ უნდა ჰქონდეს დამატებითი არხი და არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს წვის პროცესს ოთახის ჟანგბადთან;

· ნებისმიერ სივრცეში, სადაც  დამონტაჟებულიაგაზზე მომუშავე აპარატი , ან ამ ოთახში არის გაზის გაყვანილობა, აუცილებლად უნდა მოხდეს გაზის დეტექტორისდამონტაჟება, რომელიც უნდა იყოს დაერთებული გაზის სარქველზე. სარქველი გაზის გაჟონვის შემთხვევში მიიღებს დეტექტორიდან სიგნალს და მოხდება გაზის მიწოდების შეწყვეტა;

· თუკი გაზის წყლის გამაცხელებელიმონტაჟდება შენობაში, აუცილებლად უნდა იყოს ორ კამერიანი და მისი კორპუსი უნდა იყოს სრულადშეკრული, რათა მის შიდა გაყვანილობასოთახის ჟანგბადთან არ ჰქონდეს არანაირი შეხება;

· პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს, ამიტომ გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს. 

„გორგიაში“ შეძლებთ შეიძინოთ ყველა სახის გათბობის სისტემა საუკეთესო ფასად, ასევე გაზის ინდიკატორები უსაფრთხოებისთვის. აქვე სპეციალისტებისგანპროფესიონალურ რჩევასმიიღებთ. ნუ გააკეთებთ ეკონომიას თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე.

დეტალური ინფორმაციისათვის უყურეთ ვიდეოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...