1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეკანოზი თამაზ ლომიძე:"ამათ ჰგონიათ პეტრეს გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას?! სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები"

"საშინლად მოკლე ხედვა აქვთ. ამათ ჰგონიათ პეტრეს გადაყენებით მოაგვარებენ პრობლემას?! სწორედ პეტრეს გადაყენებით დაიწყება არნახული პრობლემები. ეს როგორ არავის გესმით სინოდში? "- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, დეკანოზი თამაზ ლომიძე, დღეს სინოდის სხდომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. დეკანოზი თამაზ ლომიძე, გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს.

“რამ მიიყვანა საქართელოს ეკლესია ამ უმძიმეს მდგომარეობამდე? ცალსახა პასუხია: უკონტროლო და გაუაზრებელმა პრივილეგიებმა. რადგან ჩვენი ეკლესიისთვის საუკეთესო მინდა, ვიტყვი მთელი რწმენით და პასუხისმგებლობით: ვისურვებდი ღვთის წინაშე, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს საქმიანი და სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მორჩება გარეგნულ, მონურ რევერანსებს ეკლესიის წინაშე და უმკაცრესი კონტროლის და მწვავე კრიტიკის ქვეშ ჩააყენებს ეკლესიას, რომელიც ეკლესიას კვლავ აიძულებს დაიკავოს დევნილის და ჩაგრულის პოზიცია, რომელიც ცეცხლში გავლას აიუძლებს ეკლესიას და თვითკმაყოფილებისა და უდარდელობისაგან კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში ჩადგომას აიძულებს მას. ზოგადად ესაა ეკლესიისთვის საუკეთსო მდგომარეობა და როგორც ჩანს ყველას სხვა პოზიცია განსაკუთრებით დამღუპველია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. დევნილი ეკლესია არის უძლიერესი ეკლესია”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...