1 6 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელვაჩაურის მერიამ 12 000 ლარის თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა

ხელვაჩაურის მერიამ თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად მიმწოდებელმა არანაკლებ 15-22 ტონა თხილის ნაჭუჭი ზუგდიდი/სენაკიდან ხელვაჩაურში უნდა ჩამოიტანოს და ადმინისტრაციულ ერთეულებში  არაუგვიანეს 3 დღის ვადაში დაარიგოს.

კომპანია, რომელიც თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირებას განახორციელებს ხელვაჩაურის მერია მზადაა მას 12 000 ლარი გადაუხადოს.

აღნიშნული ტენდერი მუნიციპალიტეტმა უკვე მეორედ გამოაცხადა, რადგან სექტემბერში შესყიდვა არ შედგა.

მუნიციპალიტეტში  ამბობენ, რომ შესყიდვა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად დაიგეგმა.  მათივე ინფორმაციით, ადგილობრივები ან შეშით უზრუნველყოფას, ან ნაჭუჭის ჩამოტანაში დახმარებას ითხოვდნენ.

"კირნათის, აჭარისწყლისა და მაჭახლის ხეობაში მოსახლოებას თხილის ნაჭუჭის ღუმელები აქვს, თუმცა  იმის გამო, რომ ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ მოსახლოება ნაჭუჭუს ვეღარ ყიდულობდა. ისინი ან შეშით უზრუნველჰყოფას, ან ნაჭუჭის ჩამოტანაში დახმარებას ითხოვდნენ. შეშის მოჭრა რომ შეგვემცირებინა ვარჩიეთ ტრანსპორტირება დაგვეფინანსებინა და პროგრამა შევიმუშავეთ. ჩვენ თავზე ავიღეთ ტრანსპორტირება, მოსახლეობა კი, აქ ჩამოტანილ ნაჭუჭს საბაზრო ფასად შეიძენს"- ამბობენ ხელვაჩაურის მერიაში.

ხელვაჩაურის მერიამ, შარშან დაახლოებით 70 ცალი  თხილის ნაჭუჭზე მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელი შეიძინა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცა.

მუნიციპალიტეტი  "თხილის ნაჭუჭის ტრანსპორტირების მომსახურების ხელშეწყობის" მიზნობრივ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...