1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე- ექიმებმა გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ.. უკვე შეგვეხმიანენ ჩვენი კოლეგები უცხოეთიდან

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის, თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დროისთვის ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი.

როგორც თამილა ლაფანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში ვაჟა გაფრინდაშვილს გაუსაძლის პირობებში უწევდა ყოფნა.

თამილა ლაფანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მის მეუღლეს მალე გაათავისუფლებენ.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს მეუღლეს მალე გაათავისუფლებენ. ყველა ველოდებით ამას და მოსალოცად შემდეგ გვექნება საქმე. ამჟამად ვიცი, რომ იმყოფება ცხინვალის ციხეში. იზოლატორიდან გადაიყვანეს ციხეში და შედარებით ნორმალური პირობები აქვს, რადგან იზოლატორში გაუსაძლისი, საშინელი პირობები იყო. ამ ეტაპზე შეფარდებული აქვს წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა. როდის ჩაინიშნება შემდეგი სასამართლო, სამწუხაროდ, არ ვიცით“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

მან, ასევე, ისაუბრა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მედიკოსების მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციაზე.

„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ეს მუხტი მოდის კოლეგებისგან, ექიმებისგან, მეგობრებისგან, პაციენტებისგან, მაგრამ ჩვენ, ექიმებმა, გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ, გავიდეთ კლინიკების წინ და აქციით გავაპროტესტოთ პირველ რიგში უკანონი დაკავება, რომელსაც ვაჟა თვისი პრინციპეპით იცავს და არ აღიარებს მის დაკავებას კანონიერად. ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა კლინიკა მიიღებს აქციაში მონაწილეობას. უკვე შეგვეხმიანენ ჩვენი კოლეგები უცხოეთიდან, რომლებიც აპირებენ, შემოუერთდნენ აქციას. ჩვენ ვებგვერდიც გავაკეთეთ -"თავისუფლება ვაჟა ექიმს“,  სადაც მთელი მსოფლიოდან ჩვენი კოლეგები გვიგზავნიან ვიდეოებს და თავიანთ ენაზე ამბობენ – თავისუფლება ვაჟა ექიმს“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

თამილა ლაფანაშვილი ამბობს, რომ მეუღლის შესახებ ინფორმაციას ცხელი ხაზის მეშვეობით იღებს.

"ინფორმაცია გვაქვს ოფიციალური წყაროებიდან ცხელი ხაზის მეშვეობით. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია, მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ისეთი რეგიონია, ძალიან რთულია ინფორმაციის მოპოვება, თითქმის არ ხდება ინფორმაციის მოწოდება“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ და აქვე დასძინა, რომ ორგანიზაცია "წითელი ჯვარი“, რომელსაც თავად მიმართა, ვერ ახერხებს პატიმართან შესვლას.

„ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც პატიმრის მონახულება შეუძლია. მე თვითონ ვაპირებ ციურიხის მთავარი ოფისისთვის საპოტესტო ნოტის მიწერას, რომ გააქტიურონ მუშაობა. დებულებებია, თუ მათი კანონები, ალბათ შესაცვლელია, მოძველებულია“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...