0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება. ადრე რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის"

შეკითხვა „ვინ გასცა ბრძანება“ მეორდება. ადრე ის, რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა , როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, დღეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია, თუმცა სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს.

„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად დაცულია. თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე. მაგრამ მას შემდგომ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ჯერ ქუჩების ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე, შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა. ბლოკირების შემდგომ, ღამის განმავლობაში პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი - პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა. სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეეძლო თუ არა საკანონმდებლო ორგანოს გასვლითი სხდომა ჩაეტარებინა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით.

„გადაკეტილი ქუჩები, გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის სერიოზულ პრობლემას, ცეცხლი და აღმართული ბარიკადები თბილისის ქუჩებში, არის აბსოლუტურად მიუღებელი. პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან, ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით. გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში არის ყველასთვის თავისუფალი და არავინ არსად არ წავა არანაირი სხდომის მოსაწყობად, მაშინ, როდესაც არსებობს პარლამენტი. კანონის ფარგლებში არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც ხდება ბარიკადების აღმართვა და სახელმწიფო ინსტიტუტის ბლოკირება, პოლიცია იმოქმედებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...