1 0 : 4 6
 | 

მსოფლიო

ზუგდიდში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ. დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობას ედავება.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი რ. მ. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის გ. ქ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები