2 2 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის ვიცე-მერი:"ერთადერთი პირობა, რომელსაც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა"

მოლაპარაკებები მიმყავს და ერთადერთი პირობა, რომელსაც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა- განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში. 

ხმალაძის განმარტებით, როდესაც მერია მოსახლეობას მოუწოდებს რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, ამ დროს ტარიფების გაზრდა მერიის მიზნებთან და პრინციპებთან შეუსაბამობაში მოდის.

"ჩვეულებრივ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გაიზარდოს ტარიფი, მაგრამ ქალაქში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წამახალისებელ პოლიტიკას - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ნაკლებად საკუთარი მანქანებით, ჩვენი პოლიტიკის მიზნებთან და პრინციპებთან შეუსაბამობაშია ტარიფის ზრდა.

მოლაპარაკებები მიმყავს და ერთადერთი პირობა, რომელსაც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა, განვიხილავ და შევთავაზებ ყველანაირ ვერსიას, მაქვს გარკვეული ვერსიები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს პარკის განახლება, ისე რომ არ შევეხოთ ტარიფს

ტარიფის გაზრდა პირველ რიგში მიუღებელია იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის იქნება ეს მტკივნეული, მეორეს მხრივ, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პოლიტიკის მიზნებს, ერთი კვირა კიდევ მაქვს დარჩენილი და მჯერა, ამ ერთ კვირაში, მთავრობის სხდომაზე გაჟღერდება კონკრეტული ვერსია, კომპანიასთან შეთანხმებით, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება" - აცხადებს ხმალაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...