1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პასუხისმგებლიანი თამაში“ – „ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ახალ კამპანიას იწყებს

კამპანია „პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათამაშო ბიზნესის თვითრეგულაციას,  რათა ადამიანებმა გასართობად ითამაშონ და არა პრობლემების „გამოსამუშავებლად“.

რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? – პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში, პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც კომპანიამ თავისი ბიზნესის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.
ის, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის სრულიად ურისკო, არახალია. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშს ყოველდღიური გართობის საშუალებად მიიჩნევს, მაინც არის მოთამაშეთა მცირე რაოდენობა, ვისთვისაც თამაში შეიძლება პრობლემური გახდეს. განსაკუთრებით მოწყვლადია არასრულწლოვანთა სეგმენტი, რომლებიც, მიუხედავად დღემდე არსებული ფილტრებისა, მაინც აღწევენ სათამაშო პლატფორმებზე.

რას გვთავაზობს „ევროპაბეთი“?

2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს შესთავაზებს ონლაინ ხელსაწყოებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია:

• რეალობის შემოწმების შეტყობინება
• თვითშეფასების ტესტი
• მოთამაშის რჩევები
• 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის
• პრობლემური მოთამაშეების თერაპია
• გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია
• პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში
გარდა ამისა, „ევროპაბეთი“ 2019 წლის დეკემბრიდან, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც, დიდი ალბათობით, სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას. კერძოდ:
• სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე 
• საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
• ინტერნეტრეკლამა გაკეთდება მაქსიმალურად ასაკობრივი შეზღუდვითსაკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონ ლარს დახარჯავს. კერძოდ:
• „პასუხისმგებლიანი თამაშის“ შესახებ ცნობადობის გაზრდა - საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშესთან მუშაობა - ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
• სპორტის განვითარება - სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
• ონლაინ მედიის განვითარება - ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
• სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
• ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება მოგება და კლიენტთან ურთიერთობა

ნებისმიერი ბიზნესის მიზანია მოგების ნახვა, სხვა შემთხვევაში ბიზნესის არსებობას აზრი ეკარგება. რა თქმა უნდა, არცერთი ბიზნესის ინტერესი არ არის მომხმარებლისთვის პრობლემების შექმნა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესმა მომხმარებელი საკუთარი თავისგანაც უნდა დაიცვას. „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომებით, კლიენტებთან სამართლიანი კომუნიკაციით, ყველა ბიზნესი ცდილობს მის მიმართ ლოიალობის გაზრდას, რაც, საბოლოო ჯამში, მას სტაბილური, გარანტირებული კლიენტებით უზრუნველყოფს.
„მაგალითად, ბანკებს ჰყავთ საკრედიტო რისკების შემფასებლები, რომლებიც მომხმარებლის ნაცვლად აკეთებენ მომხმარებლისვე გადახდისუნარიანობის ანალიზს. ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო მეტ სესხს იღებს, მით უფრო უხარია მომხმარებელს. ესეც განათლებისა და ბაზრის განვითარების ნაწილია. სწორედ ანალოგიური რისკების დაზღვევას ემსახურება „პასუხისმგებლიანი თამაში“ ბიზნესოპერაციებში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი ჩვენთან გაერთოს და ამ გართობით საკუთარ თავს პრობლემა არ შეუქმნას“, – მიიჩნევს ლაშა გოგუა. „ევროპაბეთი“ – გლობალური BETSSON-ის წევრი„ევროპაბეთი“ 4 წლის წინათ გაიყიდა და მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში და  გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს. 

„საქართველოს სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს. აქ არაფერია ისეთი, რაც ჩვენი გამოცდილებით ევროპულ ქვეყნებში არ ყოფილა. უბრალოდ, ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე ვართ და აუცილებელია თანმიმდევრული ცვლილებები“, – აცხადებს კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ლაშა გოგუა. 

მისივე თქმით, „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ქართულ ბაზარზე შემოტანა ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო, რაც BETSSON-მა „ევროპაბეთის“ შეძენის მომენტიდან დაიწყო.აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც მომხმარებლებში აჟღერებდა მთავარ გზავნილს: „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“. 

„ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად განხორციელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას მიეცემა შესაძლებლობა, ვებგვერდზე: responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ ინიციატივას.

ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=AOyEt_7frEw

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...