1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თიბისისა“ და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგა

„თიბისის“ მიერ ქალაქისთვის შეძენილი ხეებით თაყაიშვილისა და ალექსიძის ქუჩების 2 კმ-იანი მონაკვეთი გამწვანდება. გამწვანების აქცია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა თბილისის მერმა - კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა- ვახტანგ ბუცხრიკიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს.

1 300 ხის დარგვა ერთადერთი ინიციატივა არ არის, რომელსაც თიბისი მწვანე საფარის გაშენების მიმართულებით ახორციელებს. ბანკის ინიციატივით, ბორჯომში 2017 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად გადამწვარი ტყის აღსადგენად, 17 500 კავკასიური ფიჭვი დაირგო. შედეგად, ბორჯომის ტყის დაზიანებული საფარის 10 ჰექტარი აღდგება.

გარდა ამისა, თიბისის მიზანია კომპანიის აქტივობები ეკომეგობრული გახადოს და შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება. ამ მიზნის მისაღწევად, ბანკში უკვე არაერთი ინიციატივა ხორციელდება.

· დაიწყო თიბისის ავტოპარკის ეტაპობრივად ეკო მანქანებით ჩანაცვლება. ამჟამად ავტოპარკი 59 ჰიბრიდულ და 14 ელექტრო-მანქანას აერთიანებს. ინიციატივის ფარგლებში, თიბისიმ საგრძნლობლად შეამცირა საწვავის მოხმარება.

· თიბისის ახალი სათავო ოფისი, რომლის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს, 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% -კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა;

· თიბისიში უკვე დაიწყო ნარჩენების დახარისხება, პლასტმასის ჭიქების ქაღალდის ჭიქებით ჩანაცვლება, მაკულატურის გადამუშავებით წიგნების დამზადება. კომპანია ხელს უწყობს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასაც;

· ბანკი ზრუნავს გარემოზე არა მხოლოდ პირდაპირი ნეგატიური გავლენის შემცირების მიმართულებით, არამედ - ირიბისაც, რაც მომხმარებლების გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების მართვას და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას გულისხმობს.

თიბისი მომავალშიც გეგმავს გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივისა და პროექტის განხორციელებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...