1 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1 თებერვალს,  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება. 

აღნიშნული ღონისძიება  გამოჩენილი შოტლანდიელი პოეტის რობერტ ბერნსის სახელს ატარებს და  მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. მსგავსი ღონისძიებები უკვე წლებია აღინიშნება მთელ მსოფლიოში და საქველმოქმედო გალა საღამოები გამორჩეულია ტრადიციული შოტლანდიური საკვებით, მსოფლიოში საუკეთესო ვისკით და განუმეორებელი შოტლანდიური ცეკვებით. 

თბილისში ბერნსის სახელობის საღამო ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათი ხელშეწყობით უკვე 10 წელია დახმარებას უწევს მათ, ვისაც თანადგომა სჭირდება.

 საქველმოქმედო საღამო ტრადიციული შოტლანდიური საკვების - ჰაგისის სანახაობრივი წარდგენით, რობი ბერნსის ლექსით და შოტლანდიური საკრავის, ბეგ ფაიფის თანხლებით გაიხსნება. შემდეგ რობი ბერნსის მოღვაწეობას ოფიციალური გამოსვლები მიეძღვნება, ხოლო საღამოს მეორე ნახევარში ჩატარდება საქველმოქმედო აუქციონი და გათამაშება, რომლის ბილეთების შეძენაც სტუმრებს ადგილზე შეუძლიათ.

საღამოს დაასრულებს სპეციალურად მოწვეული შოტლანდიური ბენდი გლენკრეიგი, რომლის თანხლებითაც ტრადიციულ შოტლანდიურ ცეკვებს მასპინძლებთან ერთად სტუმრებიც შეასრულებენ. 

რობი ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამოზე შეგროვებული ფონდი სამ ბენეფიციარს შორის გადანაწილდება. დახმარებას მიიღებენ სოფელ გრემის თემის სოციალური საწარმო, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კათარზისი“ და საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია. 

 

თემი - სოფელ გრემში (კახეთი) არსებული საზოგადოება და სოციალური საწარმო, რომელიც დღესდღეობით სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანს აერთიანებს. თემი მიზნად ისახავს უზრუნველყოს მისი წევრები ცხოვრების საუკეთესო საშუალებებით და ზრუნვით და განავითაროს მისი სამეწარმეო საქმიანობა ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად. ცხოვრება თემში ადამიანების თანასწორობის რწმენაზეა დაფუძნებული, რომ თითოეულს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა და რომ თითოეულს აქვს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების უფლება.

 

კათარზისი - საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 2002 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ მოხუცს, უსახლკარო ადამიანს, იძულებით გადაადგილებულ პირებს და შეჭირვებულ მოსახლეობას ყოველდღიურად სთავაზობს საკვებს. კათარზისი ასევე მოსახლეობას სთაბაზობს სამედიცინო  და სარეაბილიტაციო დახმარებას, როგორიც არის მაგალითად დროებითი თავშესაფარი, კომპიუტერის და სავარჯიშო ოთახები. 

 

საქართველოს ძაღლების ორგანიზაცია (DOG)2011 წლიდან ძირითადად მოხალისეების დახმარებით მუხლჩაუხრელად შრომობს, რათა დაეხმაროს უსახლკარო ძაღლებს და მათთვის ახალი ოჯახები მოიძიოს. 2014 წლიდან უკვე 1000-ზე მეტ ქუჩის ძაღლს ჩაუტარდა ვაქცინაცია და სტერილიზაცია, დაახლოებით 300 ძაღლისთვის იპოვეს ახალი და მოსიყვარულე ოჯახები (როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ), 3000 ძაღლზე მეტს გაუწიეს სხვადასხვა სახის დახმარება და ამჟამად 35 ჯანმრთელი და აცრილი ძაღლი კიდევ ელოდება ახალ პატრონს მათ თავშესაფარში. აღნიშნული ორგანიზაცია ასევე მუშაობს თბილისის სკოლებთან, რათა ახალ თაობაში გაიზარდოს ცნობიერება ცხოველების დახმარების, მოვლისა და უსაფრთხოების მიმართულებით. 

საკონტაქტო პირი: ოლიკო ზედელაშვილი -  577 79 71 74

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...