0 3 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გახარიას განცხადება იყო კაცის, რომელიც „ლაფატკაზე“ ზის

გახარიას განცხადება იყო ამბივალენტური განცხადება კაცის, რომელიც „ლაფატკაზე“ ზის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც გიორგი გახარია საკადრო ცვლილებებზე საუბრობს.

უგულავას განცხადებით, „გახარია არა თუ გასაშვები, არამედ დასანიშნიც კი არ იყო”.
„ფაქტია, რომ გახარიას პრემიერად დანიშვნა ხალხისთვის იყო სილის გაწვნა ივანიშვილის მხრიდან და თუ გახარია წავა, ეს იქნება ხალხის გამარჯვება იმ წნეხზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ამ დამნაშავის პრემიერად დანიშვნის გამო“, - განაცხადა უგულავამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება” ერთ წრეზე ტრიალებს.

„შოთაძეს აბრუნებენ და ჩხენკელი დააბრუნეს და თვითონ ივანიშვილი რომ მობრუნდეს, რა მერე?! ამხელა რესურსი აქვს კაცს და ნორმალური, ახალი ადამიანის მოძებნა აღარ შეუძლია. იმდენად ტოქსიკურები არიან, არავინ აღარ მოდის მათთან სამუშაოდ. როგორ შეიძლება ივანიშვილთან ადამიანი სამუშაოდ მივიდეს? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ადამიანს, როგორ უნდა იმუშავოს ივანიშვილთან? არ ასხივებს „ქართული ოცნება”, რომ ის გრძელვადიანად იქნება. ამ წლის ბოლოს „ქართული ოცნება” აღარ იქნება“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...