0 2 : 0 8
 | 

მსოფლიო

კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა

კიევში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადებრივი მაუწყებელი უკრაინულ ტელეკომპანია „112“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის ლაბორატორიული ცენტრი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევა ჩინეთში გავრცელებული ტიპის არ არის.

ამასთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ორ შემთხვევაში დადგინდა გრიპი, მესამე პირთან დაკავშირებით კვლევები კი გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები